თელასი უეფას ფუტსალის გათამაშებაში

274

ფუტსალში საქართველოს ჩემპიონი ,,თელასი,, უეფა ფუტსალის თასის გათამაშებაში 10-15 ოქტომბერს ჩაერთვება. ავთო ასათიანის შეგირდები სლოვაკეთში (მეინ რაუნდი) გაემგზავრებიან და შესარჩევი ციკლის G და H ჯგუფებში გამარჯვებულებს დაუპირისპირდებიან. აღნიშნული მეტოქეების ვინაობა კი აგვისტოს ბოლოს გაირკვევა.

შეგახსენებთ, რომ სლოვაკეთში მეინ რაუნდის ჯგუფიდან ელიტ-რაუნდში მხოლოდ გამარჯვებული იასპარეზებს.