სამივე ქართული კლუბი…

288

ევროპის ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი ვერცერთმა ქართულმა გუნდმა ვერ გადალახა.

პირველი ეტაპის განმეორებით შეხვედრაში, ბათუმის “დინამომ”, გასვლაზე პოლონეთში 3:0 წააგო, ორი მატჩის ჯამში კი 4:0 დამარცხდა და ევროტურნირს უგოლოდ დაემშვიდობა.

ბათუმელებმა სამივე გოლი მეორე ტაიმში გაუშვეს, 75-ე წუთზე კი კაცნაკლულები დარჩნენ. შეხვედრის მთავარმა არბიტრმა, ორი ყვითელი ბარათის მიღების გამო, მოედნიდან თარხნიშვილი გააძევა. სწორედ ამის შემდეგ შეძლეს პოლონელებმა ორი ბურთის გატანა..

ფრედ – 1:1 დასრულდა მატჩი ავსტრიულ “ალტახსა” და საჩხერის “ჩიხურას” შორის. საჩხერელებს ნუტცმა 29-ე წუთზე გაუტანა, დიმიტრი ტატანაშვილმა წონასწორობა 57-ე წუთზე აღადგინა. “ჩიხურას” 1:2 რომ მოეგო გასვლაზე, შემდეგ ეტაპზე სწორედ ის გადიოდა, თუმცა იმერლებმა ეს ვერ მოახერხეს.

ამ შეხვედრებამდე, 3:0 განადგურდა ქუთაისის “ტორპედო” სლოვაკურ “ტრენჩინთან” და ისიც ევროსარბიელს დაემშვიდობა.

ერთადერთი გუნდი, რომელიც ევროპის ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე იასპარეზებს, “სამტრედიაა”. სამტრედიელები ევროსარბიელზე 11 ივლისიდან ჩაერთვებიან, სადაც მათი მეტოქე აზერბაიჯანული “ყარაბახია”.

ipress.ge