გაიცანი გულშემატკივარი: ვანო ენუქიძე

350

ჩვენი რუბრიკის მორიგი სტუმარი ვანო ენუქიძეა, რომელიც ტოტალური და ბრაზილიური ფეხბურთის გულშემატკივარია.

– გამარჯობა, ვანო. გაეცანი ჩვენ მკითხველს…
– გამარჯობა. ვანო ენუქიძე, სტუდენტი და “ბარსელონას” გულშემატკივარი.

 

– საიდან შეგიყვარდა ფეხბურთი?
– ფეხბურთისადმი სიყვარული სტამბულის ლეგენდარული ფინალიდან გამიჩნდა. სწორედ ამ საოცარი თამაშით დაიწყო ჩემი მხრიდან ფეხბურთის შეყვარება.
 

– რატომ “ბარსელონა”?
– “ბარსელონა” და ბრაზილია რონალდინიომ შემაყვარა. როდესაც პირველად ვნახე ამ ფეხბურთელის თამაში ემოციებს ვერ ვმალავდი, სასწაულებს სჩადიოდა სტადიონზე, ამის შემდეგ კი გავხდი “ბარსელონას” გულშემატკივარი. აქვე მინდა ვთქვა: 2003 წელს რონალდინიოს შეძენა “ბარსას” გარდა, ასევე “მანჩესტერ იუნაიტედსაც” სურდა და ტრანსფერი ჩაიშალა. ვინ იცის, იქნებ, დღეს “მანჩესტერის” ქომაგი ვყოფილიყავი და ეჭვი მაქვს ასეც იქნებოდა (იცინის).
 

– გასულ სეზონს როგორ შეაფასებდი და როგორ გგონია, გაამართლებს ერნესტო ვალვერდე?
– გასული სეზონი ვერ იყო მთლად კარგი, ბევრი პრობლემა ჰქონდა გუნდს. ჩემი აზრით, ძალიან ცუდი ტრანსფერები გააკეთეს – დიდი თანხა იქნა გადახდილი გომესში, რომელმაც საერთოდ ვერ გაამართლა. ასევე პაკო ალკასერი და ლუკა დინი. მოკლედ რომ ვთქვა, ცუდი სეზონი ჰქონდათ… რაც შეეხება ერნესტო ვალვერდეს, ასე გადაჭრით ვერაფერს ვიტყვი, ცუდი მწვრთნელი ნამდვილად არ არის და “ბილბაოსაც” ნორმალურ ფეხბურთს ათამაშებდა, მაგრამ ისეთ გრანდში, როგორიც “ბარსელონაა”, იგი პირველად იმუშავებს და ძალიან საინტერესო იქნება…
 

– შენი აზრით, ყველაზე მეტად სად სჭირდება გუნდს გაძლიერება?
– პირველ რიგში, ნახევარდაცვა. ინიესტა დაბერდა და ვეღარ არის უკვე იმ ფორმაში, როგორშიც იყო. ასევე დაცვის ხაზშიც… თავდასხმაში პრობლემა არ არის თუ არ ჩავთვლით იმას, რომ სკამისთვის საჭიროა ერთი თავდამსხმელის მოყვანა. ჩემი აზრით, 3 ტოპ კლასის მცველია მოსაყვანი.
 

– ყველაზე მაგარი მატჩი შენი საყვარელი გუნდის შესრულებით…
– “ელ კლასიკო” 5:0.
 

– როგორ აღწერდი პეპ გუარდიოლას ხანას?
– ის იყო საოცარი ხანა! ჩემთვის ყველა დროის საუკეთესო ფორმაციის გუნდი.
– შენი ტოპ 5 ბარსელონელი…
– რონალდინიო, ინიესტა, რივალდო, მესი, პუიოლი.
 

– გადავიდეთ სანაკრებო ფეხბურთზე… ბრაზილია საიდან შეგიყვარდა?
– ბრაზილიის ნაკრებიც რონალდინიომ შემაყვარა. ძალიან მტკივნეული იყო ფრანგებთან მარცხი 2006 წელს და 2014–ში განადგურება გერმანიასთან, მარგამ რას ვიზამთ, ფეხბურთში ყველაფერი ხდება.
 

– როგორ ფიქრობ, რა შანსები აქვს მუნდიალზე?
– ვფიქრობ, კარგი გუნდი ჰყავს ტიტეს და მგონია, რომ ერთ-ერთი ფავორიტი იქნება მსოფლიოზე. ვნახოთ, რა იქნება.
 

– ყველაზე მაგარი გოლი და პასი, რაც გინახავს…
– დევიდ ბექჰემის პასი რონალდოს მიმართულებით და რონალდინიოს ცნობილი გოლი “ჩელსის” კარში.
 

– ყველა დროის სიმბოლური ნაკრები შენი გემოვნებით…
– ბუფონი – კაფუ, ნესტა, მალდინი, კარლოსი – ჯერარდი, ჩავი, ინიესტა – რონალდინიო, მესი, ანრი. მწვრთნელი სერ ალექსი.

ესაუბრა გიორგი ფულარიანი