ახლა შენ უნდა არიგოო და სხვა უცნაური ხუმრობები ფეხბურთელებზე

308

ფეხბურთი იუმორის გარეშე წარმოუდგენელია. ჩვენი რუბრიკის “გაიცანი გულშემატკივარი” სადებიუტო სტუმარმა თორნიკე პაპავამ დანერგა უცნაური სტილის იუმორი ფეხბურთელებზე, რასაც შემდგომ მიმდევრები გამოუჩნდნენ.

რაკი ამ მიმდინარეობის პიონერი ჩვენი რუბრიკის პირველი სტუმარია, სჯობს, ჯერ მისი ფრაზებით დავიწყოთ:

“საკი მილანელ ლეგენდებთან ჯოკერს თამაშობს და ეუბნებიან, ახლა შენ უნდა არიგოო”.

“უნაი ემერის ეკითხებიან, თქვენს გუნდში ვინმე ბიოს ხომ არ ეწევაო და არა, კაცო, რაბიოო”.

“კარლო ანჩელოტის ჰკითხეს, თქვენს გუნდში მელოტი ფეხბურთელები თუ არიენო. არაო და რობენს ჩაუკრა თვალი”.

“გუნდურ სადილზე ჟოზე მოურინიო ეუბნება ლუკაკუს, კოვზი მომაწოდეო და ამან რომელუო”?

“ეზეკიელს ეკითხებიან, საბელიას შიგ ხომ არ აქვსო და აბა, მე ლავეციო”?!

“ლუი ვან გაალს 2014 წლის მსოფლიოს წინ ჰკითხეს, დაცვით ტაქტიკას რატომ ირჩევთო და აბა, სხვა გზა ვლაარიო”?!

ახლა კი სხვა ადამიანების მიერ მოფიქრებული ხუმრობები:

“ლონდონში ახლადჩასულ მორატას თანაგუნდელები ეუბნებიან, დღეს შენთან სახლში მოვალთ, უკეთ გაგიცნობთო და ამან, დღეს სახლში ალვარო”.

“ბაიერნში” კორენტინს ეკითხებიან, რამდენი წლის ხარო და კიმიხმა, ჩემი ტოლისო”.

“პსჟ–ში ახლადმისულ ალვეშს ეუბნებიან, ეს ღვინო ბოლომდე უნდა დანიოო”.

“ბარსაში” ახლადმისულ ნელსონს აერია და შემთხვევით, ტანსაცმელი სხვა ადგილას დადო. ხელმძღვანელებმა შეუსწორეს და უი, მართალი ხარ, კარადაში უნდა სემედოო”.

“კონტი “მილანის” ბაზაზე გამოცხადდა, მაგრამ იქ უთხრეს, ვარჯიში ჯერ ანდრეაო”.

“მონტელა ეუბნება სილვას, სახლიდან ცოტა ანდრე გამოდი, ვარჯიშზე არ დააგვიანოო”.

“ჟირუ ეუბნება იოზილს, გაზეთი მომაწოდეო და რომელი, ლაკაზეტიო”?

“იაპონიამ მაგრად “გაასწორაო”. ჩემბერლენმა, რა გჭირს, აარონ, ჩვენ ჩინეთში ვართო და აუ, ბიჭო, ხომ იცი, რა არეული მაქვს რამსებიო”.

“ბონუჩის ეუბნებიან, ჯოკერი თუ არ გინდა, ნარდი მაინც გვეთამაშეო და ამან, რა მელონარდებაო”?!

“ვარჯიშის შემდეგ ჩალხანოღლუ ჰაკანზე ნებივრობს”.

“ლუკასმა, რა დროს ჩემი “მილანია”, 31 წლის ვარ, ჩემი დრო უკვე ბიილიაო”.

“ლუკაკუს ეკითხებიან, ახალ გუნდში როგორი მეკარე გყავთო და ეს ხომ “იმენა” ხეაო”.

“სინიშა ეუბნება ანდრეას, თმები რა იდიოტურად გაქვსო და ამან, აბა, სიბელოტეს ხომ მირჩევნიაო”?!

“ევერტონის” ვარჯიშზე იჩხუბეს. რუნი მივარდა ხალხს, დევის თავი გაანებეთ, ჩემი კლაასენიაო”.

“მილანელები საქაბაბეში ფულს დათვლიან და იგნაციოს ეუბნებიან, ცოტა დააბატეო”.

“ბუფონი ეუბნება ვოიცეხს, შჩესნად რომ გითხრა, კარში 1 წელი ვერ ჩადგებიო”.

“ბუფონი ხედირას: “სამი დალიე, შეგერგება”.

“იბრა და ვერატი დანიძლავდნენ. მეორე დღეს იბრა ეკითხება, კავანი რატომ არ ჩამაბარეო”?!

“ბეილმა, გარეთ ძალიან ცხელაო”.

“ივანი ხინკალს მიირთმევს და ვა, ცოტა პერიშიჩი აკლიაო”.

“ჯეიმი – ტურეს: “ვარდები იებში გამიცვალე”.

“სონი – კეინს: “შენმა ბუხარმა ზედმეტი ალი იცისო”.

“ნგოლოს ეკითხებიან, რომელი რძე უფრო გიყვარს, ეკო ფუდის თუ კანტესიო”?!

“ანტონიოს ეკითხებიან, ამ ზაფხულს სად აპირებ დასვენებასო და ვალენსიაშიო”.

“ნიკოლას ეკითხებიან, ცოლი არ მოგყავსო? რა ცოლი, რი ცოლიო”?!

“ერიკი მიდის მუსიკოსებთან და ჩემი კანტონას ბიჭები მოდიან, რაიმე კარგი დაუკარითო”.

“ედენს ვუთხარი, გადმომირეკე–მეთქი და აზარი არააო”.

“ფერდინანდს ეკითხებიან, წელს კარნავალი სად იმართებაო და რიოშიო”.

“ფილიპს ეუბნებიან, ფრთხილად ძმაო, ლამის თავში გამარტყიო”.

“ოლივერს ეკითხებიან, რატომ ხარ წითელიო და კანი დავიწვიო”.

“რამირესს ეკითხებიან, რომელია შენი ფავორიტი მანქანაო და გასტონ რამირესიო”.

“როსს ეკითხებიან, ქათმის რომელი ნაჭერი გიყვარს ყველაზე მეტადო და ბარკლებიო”.

“ფალკაოს განსხვავებულს მიაწვდიან და აუ, ამას რადამელსო”?!

“რიკარდოსთან მივიდნენ და მამამ პირველად რა გიყიდაო და კაკაო”.

“მილანელოზე ბონუჩი, მუსაკიო, ანდრე სილვა და დონარუმა ჯოკრის თამაშს აპირებენ. ჯენარო მივიდა და ეუბნება, სტუმრად მოსული კაცი უეჭველი მათამაშეთო და ლეონარდომ, მაშინ, “ბრატ”, უნდა გატუზოო”.

“ვარდის ვარჯიშზე მოწყურდება და შმეიხელმა, დრინქუოთერიო”.

“მამადუს ჰკითხეს, ყველაზე მეტად რა გაშინებსო და ნიანგიო”.

“ბერლუსკონის ეკითხებიან, ნიკოლს შენთვის ყველაზე სასარგებლო რა გაუკეთებიაო და ამან მინეტიო”…

მოამზადა გიორგი ფულარიანმა