იტალიური მუსიკა მწვანე მინდორზე

486

წინა ბლოგში ინგლისელი ფეხბურთელები ინგლისელ მუსიკოსებს შევადარე, ახლა კი სპაგეტის, პიცისა და ოპერის ქვეყნის ჯერი დადგა.

ჯანლუიჯი ბუფონი – ლუჩიანო პავაროტი

სათანადო ღირსება, ქარიზმა და თავიანთ საქმეში პირველობა – მათ ბევრი საერთო აქვთ. როგორც პავაროტი დასჭექავდა დარბაზში, ისეთ საოცარ წარმოდგენებს გვთავაზობს ჯიჯიც.

ანდრეა პირლო – ადრიანო ჩელენტანო

ხასიათში და გრიმასაში ზუსტად არიან შერწყმულნი: ორივე თითქოს, უჟმური, მაგრამ ამავე დროს, გენიალური აზროვნება და ხედვა. გარდა მომღერლობისა, ჩელენტანო მსახიობი იყო, პირლო კი ფეხბურთელობასთან ერთად დიდი მეცნიერი და მხატვარია.

ალესანდრო დელ პიერო – ეროს რამაზოტი

ერთნაირი ემოციურობა და მუხტი. თითქოს, არც ერთს არ აქვს ჩაღრმავებული და რთულად აღსაქმელი შემოქმედება, მაგრამ შეუძლებელია, ამ ორის ქმნილებამ გულგრილი დაგტოვოს.

პაოლო მალდინი – ანდრეა ბოჩელი

სოლიდურობა – მათი მთავარი საერთოა. ბოჩელის შეუძლია, ხმის იოგების ერთი “შეწუხებით” დარბაზში მსხდომი საზოგადოება აღაფრთოვანოს და ანალოგიურად, მალდინის ერთი ლამაზი ვარდნით პუბლიკის გაოცება ხელეწიფებოდა. სხვათა შორის, გარეგნობაც დაახლოებით ერთი სტილის აქვთ.

ალესანდრო ნესტა – ლაურა პაუზინი

თითქოს, სინაზე, მაგრამ საჭირო დროს საჭირო ცეცხლი, ტემპერამენტი და ემოცია.

მოამზადა გიორგი ფულარიანმა