გაიცანი გულშემატკივარი: სანდრო ლოსაბერიძე

371

ჩვენი მორიგი სტუმარია “მილანისა” და იტალიის ნაკრების გულშემატკივარი სანდრო ლოსაბერიძე…

– გამარჯობა, სანდრო. გაეცანი ჩვენს მკითხველს…
– გამარჯობა. მე ვარ სანდრო ლოსაბერიძე, 18 წლის. ამჟამად არ ვსწავლობ, არ ვმუშაობ, თუმცა დიდი სურვილი მაქვს დავსაქმე, როგორც სპორტული ჟურნალისტი.
 

– საიდან შეგიყვარდა ფეხბურთი?
– ფეხბურთი 2003 წლის მანჩესტერული ფინალიდან შემიყვარდა, სადაც ჯერ კიდევ 4 წლის ვიყავი და იმ საღამოს ოჯახში გავიგე, რომ ფინალის ერთ-ერთი მონაწილის “მილანის” რიგებს იცავდა ქართველი კახაბერ კალაძე. ფაქტორი, რომელმაც იმ დღეს “მილანი” ამარჩევინა, მაგრამ უკვე მომავალში ამ გუნდს არც მეტი, არც ნაკლები, მთელი ჩემი ცხოვრება დავუკავშირე და ვარ ამ კლუბის აქტიური ქომაგი.
 

– რატომ “მილანი”?
– როგორც გითხარით, პირველი ფაქტორი კალაძის “მილანში” ყოფნა იყო და შემდეგ ის სიხარული, რომელიც ხსენებულ დღეს “როსონერიმ” მომანიჭა. მიუხედავად იმისა, რომ სულ რაღაც 4 წლის ვიყავი, ეს დღე სასიამოვნო მოგონებაა ჩემ ცხოვრებაში და სამომავლოდ ამ გუნდთან აქტიურად უკვე ისეთმა პროფესიონალებმა დამაკავშირეს, როგორებიც იყვნენ კაკა, პირლო, შევჩენკო და ა.შ.
 

– როგორ შეაფასებდი ლეონარდო ბონუჩის, ჰაკან ჩალხანოღლუს და ანდრე სილვას ტრანსფერს?
– .ანდრე სილვას ტრანსფერით არ ვარ მოხიბლული იმ თამაშების გათვალისწინებით, თუ რაც ვიხილე მისი მონაწილეობით, თუმცა თვით რონალდუ მის იმედზე ტოვებს პორტუგალიის ნაკრებს მომავალში და კრიშტიანუს ეს სიტყვები, რაღა დაგიმალოთ და, ძალიან მაიმედებს. ჰაკან ჩალხანოღლუ ჯარიმების უბადლო ოსტატია. სხვა რომ არაფერი, მარტო ამ თვისების გამო მივაწერდი მის გადმობირებას დადებით მოვლენას, თუმცა თურქი გარდა იმისა, რომ ჯარიმებით გამოირჩევა, ასევე მას აქვს საკმაოდ მაღალი ინტელექტი, ხედვა და ტექნიკური მონაცემები. რაც შეეხება ლეონარდო ბონუჩის ტრანსფერს, ეს იყო სრულიად მოულოდნელი და შოკისმომგვრელი სვლა “მილანის” ახალი ბოსების მხრიდან. ეს ტრანსფერი მეტყველებს იმაზე, თუ რა დიდი მიზნები აქვთ გუნდში. ერთი სიტყვით, ბონუჩის მოსვლა მინიმუმ 3 წლის განმავლობაში დაცვის პრობლემას მოხსნის და ჩვენ ძალიან საინტერესო ტანდემს ვიხილავთ ლეოსა და ახალგაზრდა ნესტად წოდებულ ალესიო რომანიოლის სახით.
 

– ეთანხმები მოსაზრებას, რომ “მილანის” კრიზისის დაწყებას ხელი თავის დროზე ტიაგო სილვას და იბრაჰიმოვიჩის გაშვებამ შეუწყო?
– .გარკვეულწილად ვეთანხმები, თუმცა “მილანის” ჩავარდნა, რეალურად, 2008 წლიდან იღებს სათავეს. ამ წელს გუნდი ვერ გაცდა მერვედფინალურ სტადიას. “მილანის” ჩავარდნას ვყოფ ორ პერიოდად: 2008-2010, როდესაც იმ დონის ფეხბურთელებით დაკომპლექტებული “მილანი” გამოეთიშა “არსენალთან” ზემოთხსენებულ სტადიაზე, ვერ გავიდა შიდა ჩემპიონატის ოთხეულში და განადგურდა “მანჩესტერთან”. 2 წლის განმავლობაში იბობოქრა შიდა ასპარეზზე, მას შემდეგ კი ბოლო ორი საფლე–იფო გასვლითი შედეგი კი სრულად ასახავდა მილანის შესაძლებლობებს –  “ბარსელონასთან” 0:4 და “ატლეტიკოსთან” 1:4. ამის შემდეგ 1235 დღის განმავლობაში ლიგის კარი აღარ შეგვიღია.
 

– რა გრძნობა იყო ათენში გამარჯვება?
– რა თქმა უნდა, ძალიან სასიამოვნო გრძნობა იყო, როდესაც შენი გუნდი სეზონს ევროპული ტრიუმფით აგვირგვინებს –  ამაზე სასიამოვნო მხოლოდ მსოფლიო ან ევროპის ჩემპიონატში მოპოვებული გამარჯვებაა. პირველ რიგში, აღებული რევანში მესიამოვნა, შემდეგ კი კაკას მიერ წარმატებით დასრულებული საქმე. “მილანს” რომ ლიგა ვერ მოეგო, ყველაზე მეტად ეს ადამიანი შემეცოდებოდა, რადგან უაღრესად დიდი როლი შეასრულა გუნდის გაჩემპიონებაში.
 

– აღწერე კარლო ანჩელოტის პერიოდის “მილანი”…
– ანჩელოტის “მილანი” ჩემთვის იყო შეუდარებელი გუნდი, რომელიც მინახავს. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან კარგად მახსოვს პეპის “ბარსელონა”, მაინც იტალიელი სპეციალისტის გუნდს ვანიჭებ უპირატესობას. პირველ რიგში, ამ გუნდში ის მომწონდა, თუ როგორ იყო დაკომპლექტებული. გარდა ჯიჯი ბუფონისა, მგონი ყველა პოზიციაზე იმ დროის საუკეთესო ფეხბურთელები ჰყავდა შემოკრებილი და ყველაზე მეტად გამოვარჩევდი კარლოს მიერ შევჩენკოს დაკარგვის შემდეგ გუნდის სახეცვლილების მიგნებას, რომელმაც გუნდს მე-7 ჩემპიონთა ლიგა მოაგებინა. ვგულისხმობ იმას, როცა 4-5-1 ტაქტიკით კარლომ შექმნა ევროპული ტრიუმფი.
– შენი საყვარელი მატჩი და გოლი ფავორიტი გუნდის შესრულებით…
– ჩემი საყვარელი გოლი კაკას მიერ გატანილი “ოლდ ტრაფორდზე”, როდესაც ძალიან უხერხულ პოზაში დატოვა ორი ფეხბურთელი (ჰაინცე და ევრა). რაც შეეხება მატჩს, “მილანი”–”მანჩესტერი” 3:0, როდესაც მთელი დღის განმავლობაში ვოცნებობდი 1:0-ის მოგებას და ანგარიშმა და იმ სიხარულმა, რაც დამეუფლა, ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა.

– გადავიდეთ სანაკრებო ფეხბურთზე. აქ ვისკენ იხრება სანდრო ლოსაბერიძის სიმპათიები?

– ჩემი სანაკრებო სიმპატიებს, რაღა დაგიმალო და, შენ საკლუბო სიმპატიებს ვამსგავსებ (იცინის) და ახლა ავხსნი რატომაც: ჩემი პირველი სიმპათია ეკუთვნის იტალიის ნაკრებს და მე ვარ “აძურელი”, ამას დანამდვილებით ვამბობ, თუმცა სიმპატიები მაქვს კიდევ ორი ნაკრების მიმართ:  ბრაზილია, რომელიც შემაყვარა კაკამ და ჰოლანდია, რომელიც შემაყვარა კლარენს ზეედორფმა და იმ “მილანის” ჰოლანდიელმა ტრიომ, რომელსაც მართალია, ვერ მოვესწარი, თუმცა მუდამ დიდ პატივისცემას გამოვხატავ მათ მიმართ. ახლა დავუბრუნდები მთავარ სიმპათიას და ვიტყვი, რომ დღემდე ვცხოვრობ 2006 წლის მუნდიალის მოგების სიხარულით, რომელიც მაშინ “სკუადრა აძურამ” მომანიჭა.

 

– რა გრძნობა იყო 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონობა?
– არნახული გრძნობა იყო, ენითაღუწერელი. წარმოიდგინეთ, სულ რაღაც 8-9 წლის ასაკში იტალიის ნაკრების სიყვარულითა და მხარდაჭერით ორ 120–წუთიან მატჩს მივადევნე თვალი და წამით არ მინანია ეს ყველაფერი. ჩემი პირველი ემოცია მსოფლიოს თასის დაუფლების შემდეგ იყო, რომ მისაღებ ოთახში მდგომ მაგიდას იმ ბედნიერების გამოსახატად რამდენჯერმე შემოვურბინე. ეს იყო ემოცია, განცდა, რომელიც ცხოვრების ბოლომდე გამყვება.
 

– როგორ ფიქრობ, რა შანსები აქვს იტალიას მუნდიალზე და მთავარი ფავორიტი ვინ არის?
– იტალიას უყვარს სიურპრიზების შემოთავაზება და ეს არის ის ერთ-ერთი მახასიათებელი, თუ რატომაც მომწონს ეს ნაკრები. ველი მინიმუმ 1/4-ს, დანარჩენს კი განვითარებული მოვლენები გვიჩვენებს. ფავორიტი ალბათ, გერმანიის ნაკრებია. ასევე ტიტეს ბრაზილიაც მომწონს და გამოვარჩევდი საფრანგეთს, მაგრამ დეშამის ხელში ეჭვი მეპარება, რაიმე წარმატებას მიაღწიონ.
 

– ყველაზე მაგარი გოლი და პასი, რაც გინახავს…
– ყველაზე მაგარი გოლი, რაც მინახავს ვან პერსის შედევრი ესპანეთის ნაკრებთან და ყველაზე მაგარი პასი – ეს არის კაკას გადაცემა კრესპოზე და კიდევ ერთს ვიტყვი თქვენის ნებართვით –  შეიძლება, სირთულით არ გამოირჩეოდა, მაგრამ პირლოს გადაცემა გროსოზე გერმანელთა წინააღმდეგ.
 

– ყველა დროის სიმბოლური ნაკრები შენი გემოვნებით + მწვრთნელი…
– ბუფონი – ლამი, ნესტა, ტიაგო სილვა(ბოდიში ტერისთან), მალდინი – ლამპარდი, პირლო, ზეედორფი, კაკა – შევჩენკო, რონალდო. მთავარი მწვრთნელი – კარლო ანჩელოტი.
ესაუბრა გიორგი ფულარიანი