რეაქტიული ქარი აღარ დაუბერავს

291

ზოგადად, როგორ არის? როცა ძალიან გვცხელა, რბილი, გრილი სიო გვსიამოვნებს, მაგრამ როგორც კი რეაქტიული ქარი დაუბერავს, უმალ გვეცვლება განწყობა, რადგან არასასიამოვნოა ძლიერი ქარი, რომელსაც უამრავი მტვერი მოჰყვება.

იამაიკაში ერთი ისეთი რეაქტიული ქარი უბერავდა, რომელიც მთელ ქვეყანას მრავალი წლის განმავლობაში სიამაყის გრძნობას უვსებდა.

ამ ქარმა უამრავი “ეზო” მოიარა და ყველა შემთხვევაში სახლში გამარჯვებული ბრუნდებოდა, რაც იმას ნიშნავს, რომ “მტვერი ბევრს შეაყარა”.

მან ბოლოს ლონდონში გამართულ მსოფლიო პირველობაზე ვერ დაუბერა და მიუხედავად ამდენი გამარჯვებისა, მისი ისტორია მაინც მარცხით დასრულდა.

მისი ტიტულების რაოდენობის ჩამოთვლას არ დავიწყებ, ჯასტინ გატლინის ჟესტი ისედაც მრავლისმეტყველია. იგი მთელი თავისი კარიერის განმავლობაში უდიდეს შრომას დებდა, რაც უამრავ ტიტულში აისახება. ეჭვგარეშეა, რომ იგი ყველა დროის ერთ–ერთი საუკეთესო ათლეტია!

უსეინ ბოლტი – რეაქტიული ქარი იამაიკიდან, რომელმაც მრავალჯერ დაუბერა ლეგენდარულად.

გიორგი ფულარიანი