გაიცანი გულშემატკივარი: გიორგი კუზიბაბაშვილი

414
– გამარჯობა, გიორგი. გაეცანი ჩვენ მკითხველს…
– გამარჯობა. გიორგი კუზიბაბაშვილი, 28 წლის. “რეალის” გულშემატკივარი.

– ფეხბურთი საიდან შეგიყვარდა?
– ფეხბურთი რაულმა შემაყვარა.

– რატომ “რეალი”?
– მისი დამარცხება ყველას უხარია, რადგან მსოფლიოში საუკეთესო კლუბია.

– როგორი გრძნობაა, როცა ზედიზედ ორჯერ იგებ ჩემპიონთა ლიგას?
– ენითაღუწერელი.

– როგორ შეაფასებდი გუნდის გამოსვლას ევროპის და ესპანეთის სუპერთასებზე?
– მხოლოდ დადებითად. “მანჩესტერიც” და “ბარსელონაც” დაჯაბნეს და დამაჯერებლად მოუგეს.

– რას შეცვლიდი გუნდში და ვის დაიმატებდი?
– ფიზ–მომზადების მწვრთნელს და ექიმს, რადგან ფეხბურთელები ხშირად იმტვრევიან.

– შენთვის ვინ არის “რეალის” ისტორიაში საუკეთესო მოთამაშე?
– რაულის მერე კრიშტიანუ რონალდუ.

– გადავიდეთ სანაკრებო ფეხბურთზე. აქ საით იხრება შენი სიმპათიები?
– აქ ცოტა გამიჭირდება…

– როგორ ფიქრობ, მუნდიალის ფავორიტი ვინაა?
– გერმანია, რადგან სტაბილურად ერთ გეგმას მიჰყვებიან, რაც დასახული აქვთ. თუნდაც ასაკობრივები ავიღოთ.

– ყველაზე მაგარი გოლი და პასი, რაც გინახავს…
– 2002 წლის ფინალში კარლოსის პასი და ზიდანის გენიალური გოლი.

– ყველა დროის სიმბოლური ნაკრები შენი გემოვნებით + მწვრთნელი…

– კარში ჯიჯი ბუფონი; დაცვა: პიკე, რამოსი, მარსელო, ლამი; ნახევარდაცვა: პირლო, ინიესტა, მოდრიჩი; თავდასხმა: რონალდუ, მესი, ნეიმარი. მწვრთნელი კარლო ანჩელოტი.

ესაუბრა გიორგი ფულარიანი