ისევ დოპინგი!

357

“ჯონ ჯონსს მსოფლიოში საუკეთესო მებრძოლად ვთვლი, რაც მის ვითარებას კიდევ უფრო ამძაფრებს. ველაპარაკე დანიელ კორმიერს და ახლაც შოკირებულია” – ეს სიტყვები UFC–ის პრეზიდენტ დანა უაითს ეკუთვნის.

დანიელ კორმიერი, რომელიც ოჯახთან ერთად კუთვნილ შვებულებაშია, სატელეფონო ზარის მეშვეობით შოკირებულ ინფორმაციას იგებს – ჯონ ჯონსი, რომელმაც კორმიერს UFC214–ზე ფეხის ნოკაუტით მოუგო, კვლავ დოპინგზე გამოიჭირეს!

ამჯერად “ბოუნსის” ორგანიზმში ტურინაბოლი აღმოუჩინეს. თითქოს, ერთ–ერთი ყველაზე სუსტი სტეროიდია, მაგრამ მებრძოლისთვის ზუსტადაც ძლიერია.

რას ნიშნავს ეს? ნიშნავს იმას, რომ ჯონსს ტიტული კვლავ ჩამოერთმევა და ქამარი კორმიეს დაუბრუნდება. ეს “ბოუნსისთვის” უკვე მეორე შემთხვევაა. დანა უაითი:

“ჯონსს 2–წლიანი პატიმრობა ემუქრება და თუ მართლაც ასე მოხდა, ვგონებ, იგი UFC–ში ვეღარასდროს დაბრუნდება. მასთან ჯერ არ მისაუბრია. თქვენ წარმოიდგინეთ, მეც ანალოგიურ ტკივილს ვგრძნობ, როგორც თქვენ – დღემდე არ მჯერა! ქამრის ჩამორთმევაზე და დისკვალიფიკაციის ვადაზე არაფერს ვიტყვი მანამ, სანამ ოფიციალური განცხადება არ გაკეთდება”.

არადა, თითქოს, ჯონსმა წლის საუკეთესო “ქამბექი” განახორციელა, მაგრამ როგორც ვხედავთ, ყველაფერი კვლავ მის საუბედუროდ შეტრიალდა.

შეგახსენებთ, რომ ჯონ ჯონსი UFC–ის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა (23 წლის) ჩემპიონია.

მოამზადა გიორგი ფულარიანმა