დურანტმა ვარჯიში განაახლა

270

“გოლდენ სტეიტის” ერთ-ერთმა ლიდერმა კევინ დურანტმა ვარჯიში განაახლა.

კალათბურთელმა კოჭის ტრავმის გამო “ბრუკლინთან” მატჩი გამოტოვა. ითამაშებს თუ არა კევინი “ოკლაჰომასთან”, ჯერჯერობით არ არის ცნობილი.

“ოკლაჰომა” – “გოლდენ სტეიტის” შეხვედრა 23 ნოემბერს, თბილისის დროით 05:00 საათზე გაიმართება. შეგახსენებთ, რომ დურანტი “ოკლაჰომაში” 2007-2016 წლებში თამაშობდა.