როუზს კლივლენდში დაბრუნება სურს

270

კლივლენდის გამთამაშებელი დერიკ როუზი კლუბის ხელმძღვანელობას დაუკავშირდა და კლუბში დაბრუნების სურვილი გამოთქვა, იტყობინება The Atletic. სავარაუდოა ,რომ კავსში უახლოეს მომავალში განცხადებას გააკეთებენ ამის შესახებ.

შეგახსენებთ, რომ ნოემბერში კალათბურთელმა გუნდი დატოვა ტრამვის გამო, ასევე ცნობილი იყო რომ 29 წლის გამთამაშებელი სერიოზულად დაფიქრდა კარიერის დასრულებაზე.

წლევანდელ სეზონში როუზმა შვიდ თამაშში მიიღო მონაწილეობა, სადაც საშუალოდ 14,3 ქულას და 1,7 გადაცემას აკეთებდა 27 წუთის განმავლობაში.