სიტი ზამთარში კვლავ შეეცდება სანჩესის ყიდვას

289

“მან სიტი” არ აპირებს ზაფხულამდე ლოდინს, როცა ალექსის სანჩესი თავისუფალი აგენტი გახდება და ეცდება გაუკეთოს “არსენალს” წინადადება ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს.

“ლონდონელებს” არ სურთ ფეხბურთელის გაშვება, თუმცა “მანჩესტერელები” ხვდებიან, რომ გარიგება შესაძლებელია. ზაფხულში “არსენალმა” ალექსისი არ გაუშვა მხოლოდ იმიტომ, რომ მისი სათანადო შემცვლელი ვერ იპოვა.

სავარაუდოა, რომ “მანჩესტერ სიტის” 50 მილიონის დათმობა მოუწევს თავდამსხმელის სანაცვლოდ.

მიმდინარე სეზონში სანჩესმა ინგლისის ჩემპიონატში 12 შეხვედრა ჩაატარა, რომლებშიც 4 გოლი და 3 საგოლე პასი მიითვალა.