ოფიციალურად: დორტმუნდმა ბოში გაათავისუფლა

267

მე-15 ტურში “ბორუსიამ” 1-2 დათმო საკუთარ კედლებში იმ დროს ბოლოსწინა ადგილოსან ბრემენის “ვერდერთან”, რის შემდეგაც მოხდა პიტერ ბოშის თანამდებობიდან მოხსნა.

ბოშმა გუნდი მიმდინარე სეზონის წინ ჩაიბარა. მიუხედავად იმისა, რომ პირველ ექვს ტურში 18 ქულა მოაგროვა, შემდგომ მის გუნდს კრიზისი დაეწყო და ბოლო ცამეტ თამაშში “ბორუსიამ” მხოლოდ ერთხელ იმარჯვა, მესამე ბუნდესლიგაში მყოფ მაგდებურგთან გერმანიის თასზე.

15 ტურის შემდეგ “დორტმუნდი” მეშვიდე ადგილზე იმყოფება და ბუნდესლიგის ლიდერ “ბაიერნს” 13 ქულით ჩამორჩება. ჩემპიონთა ლიგაზე გუნდმა მხოლოდ 2 ქულა მოაგროვა, თუმცა ეს საკმარისი აღმოჩნდა ევროპის ლიგაზე ასპარეზობის გასაგრძელებლად.

სეზონის დასრულებამდე მთავარი მწრთნელის მოვალეობის შემსრულებლად “კიოლნის” ყოფილი მწვრთნელი პიტერ შტიოგერი დაინიშნა.