ბაიერნს ლენო სურს

295

“მიუხენის ბაიერნი” უკვე დიდი ხანია თავისი ძირითადი მეკარის და კაპიტნის მანუელ ნოიერის გარეშეა, რომელიც ჯერ შორსაა მინდორზე დაბრუნებისგან.

ამასთან ერთად ტრავმა მიიღო სვენ ულრაიხმაც და მიუხენელთა რიგებში ერთადერთი მეკარე 36 წლის ტომ შტარკეა, რომელმაც მიმდინარე სეზონში განაახლა კარიერა მანუს ტრავმის გამო.

ამ სიტუაციის გამოსასწორებლად, ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში “ბაიერნის” ხელმძღვანელობა “ლევერკუზენის” კიპერ ბერნდ ლენოს შეძენას ეცდება –  იტყობინება Bild.

მიმდინარე სეზონში ლენომ 15 მატჩში მიიღო მონაწილეობა, კარის მშრალად შენახვა მან მხოლოდ 4-ჯერ მოახერხა.