მორატა ჰადერსფილდთან არ იქნება

258

ინგლისის ჩემპიონატის მე-16 ტურში “ჩელსიმ” “ვესტ ჰემთან” გასვლაზე 0:1 დათმო შეხვედრა. ამ თამაშში ლონდონელებმა ქულებთან ერთად ფორვარდი ალვარო მორატაც დაკარგეს.

ლურჯების მთავარმა მწვრთნელმა განაცხადა, რომ მორატა მის გუნდს ჰადერსფილდთან ვერ დაეხმარება.

“მორატა ვერ ითამაშებს, რადგან გადაღლილია ასევე მას ზურგთან დაკავშირებული პრობლემები აქვს. ის თამაშგარეშია” – აცხადებს იტალიელი სპეციალისტი.

“ჰადერსფილდს” და “ჩელსის” შორის შეხვედრა დღეს 00:00 საათზე დაიწყება.