ლაციო ასპარეზობას შეწყვეტს?!

274

„ლაციოს“ პრეზიდენტი კლაუდიო ლოტიტო თვლის, რომ სერია A–ში ყველაფერს აკეთებენ, რათა მისი გუნდი ოთხეულში ვერ მოხვდეს.

მე–16 ტურში „ტორინომ“ რომში სკანდარულად დაამარცხა „ბიანკოჩელესტე“, რის შემდეგაც ლოტიტო და კომპანია ჩემპიონატში ასპარეზობის შეწყვეტაზე სერიოზულად დაფიქრდნენ.

ლოტიტოს აზრით, შეხვედრის მთავარმა არბიტრმა პიერო ჯაკომელიმ სტუმართა კარში სუფთა პენალტი არ დანიშნა, გუნდის საუკეთესო ბომბარიდირი ჩირო იმობილე კი, რომლის ანგარიშზეც მიმდინარე სეზონში 15 გოლია, არასამართლიანად გააძევა.