ლომაშენკო – საუკეთესო დაცვა თანამედროვე კრივში

329

ვასილი ლომაშენკოს თანამედროვე კრივში საუკეთესო დაცვა აქვს. უკრაინელი CombuBox–ის რეიტინგში პირველ ადგილზე კუბელი გილერმო რიგონდოს წინააღმდეგ WBO–ს ვერსიით ნახევრადმსუბუქ წონაში მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის დაცვის შემდეგ ავიდა.

აღსანიშნავია, რომ ამ ბრძოლამდე პირველ პოზიციას სწორედ კუბელი იკავებდა. ლომაშენკოსთან ჩატარებული 6 რაუნდიდან თითოში 3 ზუსტ დარტყმაზე მეტის განხორციელებას ვერ ახერხებდა, ბრძოლა კი ხელის ტრავმის გამო შეწყვიტა.

ამრიგად, ლომაშენკოს თანამედროვე კრივში ყველაზე ნაკლები დარტყმა ხვდება.