მორიგი საქველმოქმედო მატჩი

283

უეფამ მორიგი საქველმოქმედო მატჩის შესახებ დააანონსა – 2018 წლის 21 აპრილს მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავები ადამიანის უფლებების დაცვისადმი მიძღვნილ საღამოს ჟენევაში ითამაშებენ.

გუნდების მწვრთნელები კარლო ანჩელოტი და დიდიე დეშამი, ხოლო კაპიტნები ლუიშ ფიგუ და რონალდინიო იქნებიან. უახლოეს კვირებში მწვრთნელები თავიანთ სასურველ მოთამაშეებს დაასახელებენ. არბიტრი ლეგენდარული პიერლუიჯი კოლინა იქნება.

„ძალზე მოხარულნი ვართ, რომ ეს შეხვედრა შედგება. უეფა არის ორგანიზაცია, რომლის მთავარი მიზანიც ფეარ–ფლეის პრინციპების დაცვა გახლავთ“ – აცხადებს ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს პრეზიდენტი ალექსანდრ ჩეფერინი.