პოპოვიჩი: “ლეონარდმა მშვენივრად ითამაშა”

288
Jan 10, 2017; San Antonio, TX, USA; San Antonio Spurs head coach Gregg Popovich watches from the sidelines against the Milwaukee Bucks during the first half at AT&T Center. Mandatory Credit: Soobum Im-USA TODAY Sports ORG XMIT: USATSI-324506 ORIG FILE ID: 20170110_cja_ai1_275.JPG

“სან ანტონიოს” მთავარი მწვრთნელი გრეგ პოპოვიჩი კმაყოფილი დარჩა კავაი ლეონარდის თამაშით “დალასთან”, რომელიც ფორვარდისთვის სადებიუტო გამოდგა მიმდინარე სეზონში.

“კავაიმ მშვენივრად ითამაშა. ის ცდილობს რიტმში შევიდეს. ლეონარდი თავდაჯერებული მოთამაშეა და რა თქმა უნდა მას გული დაწყდა, როდესაც თამაშიდან გასვლა მოუწია, თუმცა ამ ეტაპისთვის მისთვის ასე ჯობს” – ციტირებს პოპოვიჩს ESPN.com.

კავაიმ პარკეტზე ჯამში 16 წუთი დაჰყო. ამ დროის განმავლობაში მას 13 ქულა და 6 მოხსნა მოუგროვდა.

შეგახსენებთ, რომ 14 მაისის შემდგომ კავაი ლეონარდი პარკეტზე არ გამოსულა.