ლაციოს ფანების კურიოზული შურისძიება

274

„ლაციოს“ გულშემატკივრებმა არბიტრ პიერო ჯაკომელიზე, რომელმაც სერია A–ს გასულ ტურში ჩირო იმობილე გააძევა, შური საინტერესოდ იძიეს.

მათ ჯაკომელის მფლობელობაში მყოფი რესტორანი პოპულარულ ტურისტულ საიტებზე 1 ქულით შეაფასეს, რის შედეგადაც რეიტინგი მკვეთრად დაუვარდა.

„ტორინომ“ „ლაციო“ სტუმრად 2:1 დაამარცხა.