მოურინიო: “მხითარიანის გამოყენების აზრს ვერ ვხედავ”

268

“მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ ჰენრიხ მხითარიანის უთამაშებლობაზე ისაუბრა.

“მე ვერ ვხედავ იმ მოთამაშის გამოყენების აზრს, რომელიც მოედანზე გამოდის და ქრება. სათადარიგო სკამზე სამი მინდვის მოთამაშის დასმა შემიძლია. დეილი ბლინდს რამდენიმე პოზიცის დაკეტვა შეუძლია. ეშლი იანგს დაცვის და ნახევარდაცვის ფლანგებზე თამაში, ხოლო ზლატანს და რაშფორდს შეტევაში. ასევე მე მყავს მარსიალი, მატა და ლინგარდი, რომელთა იმედიც ყოველთვის მაქვს, თუკი მხითარიანს ავიყვან მათგან რომელიმე თამაშგარეში უნდა დავტოვო, მე კიდე ჩემ თავს ამის უფლებას ვერ მივცემ” – განაცხადა “იუნაიტედის” თავკაცმა.

მიმდინარე სეზონში მხითარიანმა პრემიერ ლიგის 12 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, რომელშიც ერთი გოლი გაიტანა, ასევე მის ანგარიშზე ერთი ბურთია ჩემპიონთა ლიგის 4 შეხვედრაში.