ფერგი: “აი, ასე დავითანხმეთ”!

282

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ლეგენდარულმა, ყოფილმა მწვრთნელმა სერ ალექს ფერგიუსონმა ის პერიოდი გაიხსენა, როცა 2003 წელს კრიშტიანუ რონალდუსთვის ყველას აჯობა.

„როდესაც მის აგენტ მენდეშთან ვაწარმოებდით მოლაპარაკებებს, მანდ მითხრა, რომ საქმეში „არსენალი“ და „რეალიც“ იყვნენ ჩართულნი. მე რონალდუს ჩვენი გუნდის რიგების შევსება შევთავაზე, მან კი მითხრა, რომ პასუხს დედამისთან საუბრის შემდეგ გვეტყოდა. საბედნიეროდ, ყველაფერი ჩვენდა სასიკეთოთ წარიმართა“ – აცხადებს ლეგენდარული სქოთი.

რონალდუ „იუნაიტედის“ რიგებში 2003–დან 2009 წლამდე გამოდიოდა და ამ ხნის განმავლობაში ჩატარებულ 196 მატჩში 84 გოლი გაიტანა. 2008 წელს ჩემპიონთა ლიგა მოიგო.