ჯერარდის აზრით…

279

„ლივერპულის“ ლეგენდარული კაპიტანი, ამჟამად კი საფეხბურთო ექსპერტი სტივენ ჯერარდი მიიჩნევს, რომ ანტონიო კონტე „ჩელსიში“ ბედნიერი არაა.

„მრჩება შთაბეჭდილება, რომ კონტე „ჩელსიში“ თავს ბედნიერად ვერ გრძნობს. გუნდმა „ჰადერსლფილდთან“ გამარჯვება მოიპოვა, იტალიელს კი ერთხელაც არ გაუღიმია. ვფიქრობ, ნებისმიერ დროს შეუძლია წასვლა“ – აცხადებს სტივი ჯი.

ამჟამად მოქმედი ჩემპიონი „ჩელსი“ პრემიერლიგის სატურნირო ცხრილში 35 ქულით მესამე პოზიციაზე იმყოფება.