პიპენი: “ლებრონმა ჯორდანს აჯობა”

355

კალათბურთის ერთ-ერთმა ლეგენდამ სკოტი პიპენმა ლებრონ ჯეიმსი და მაიკლ ჯორდანი შეადარა ერთმანეთს.

“ციფრები არ იტყუებიან. ლებრონი იმავე დონეზეა. საეჭვოა მვპ-ს ტიტულებით დაეწიოს ის ჯორდანს, თუმცა სტატისტიკის მხრივ ჯეიმსი და მაიკლი ერთ დონეზე არიან”

“თუკი ჩვენ გადავხედავთ ყველა მაჩვენებლებს მოხსნებს, გადაცემებს და არა მხოლოდ ჩაგდებულ ქულებს… შეიძლება ლებრონმა აჯობა კიდეც ჯორდანს” – განაცხადა პიპენმა First Take – ის პირდაპირ ეთერში.

შეგახსენებთ, რომ სკოტი პიპენი ამჟამად ტელეკომპანია ESPN-ის წამყვანად მუშაობს.