ვისთან ერთად ისურვებდა კარიერის პიკში მყოფი კობი თამაშს?

277

კობი ბრაიანტმა განაცხადა, რომ კარიერის პიკში ლებრონ ჯეიმსთან ერთად სიამოვნებით ითამაშებდა.

“ჩემი აზრით, ლებრონი ჩემ სტილს ყველაზე მეტად შეესაბამება. ის გადაცემის გაკეთებაზეა მომართული, მე კი – ქულების დაგროვებაზე. ჯეიმსი მომმარაგებელი მოთამაშეა, მე კი ვასრულებ შეტევებს. ეს ორი სტილი ერთმანეთს მშვენივრად ეწყობა” – აღნიშნა კობი ბრაიანტმა Holding Court – ის ჩაწერაზე.

შეგახსენებთ, რომ კობიმ “ლეიკერსში” 20 სეზონი გაატარა და კალიფორნიულ კლუბთან ერთად მან 5 ჩემპიონობა იზეიმა.