კაკამ ოფიციალურად დაასრულა!

308

ლეგენდარულმა რიკარდო კაკამ კარიერის დასრულების შესახებ ოფიციალურად გამოაცხადა.

35 წლის ბრაზილიელმა კარიერა „სან პაულოში“ დაიწყო, რის შემდეგაც „მილანში“, „რეალში“ და „ორლანდო სიტიში“ ასპარეზობდა. კარიერის საუკეთესო პერიოდი „როსონერიში“ გაატარა, სადაც 2007 წელს გუნდთან ერთად ჩემპიონთა ლიგა მოიგო, თავად კაკამ კი ოქროს ბურთი დაიმსახურა.

„ცხოვრებაში ახალი გამოწვევებისთვის ვემზადები. მინდა, ფეხბურთში დავრჩე, ოღონდ არა მოთამაშის რანგში“ – აცხადებს კაკა.

ადრე იწერებოდა, რომ ბრაზილიელი შესაძლოა, „მილანში“ რომელიმე თანამდებობაზე მოგვევლინოს.