რონალდუს მოედანზე 2 ფანი შეუვარდა

294

მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ფინალის შემდეგ, სადაც მადრიდის „რეალმა“ „გრემიოს“ 1:0 სძლია, შეხვედრის ერთადერთი გოლის ავტორ კრიშტიანუ რონალდუს მისამართით თავდასხმა განხორციელდა.

დაჯილდოვებაზე ოქროს მედლების გადაცემის შემდეგ მოედანზე ორი გულშემატკივარი შევარდა, თუმცა თავად პორტუგალიელმა და დაცვამ საფრთხე გაანეიტრალეს.

შეგახსენებთ, რომ სულ ცოტა ხნის წინ რონალდუმ კარიერაში მე–5 ოქროს ბურთი მიიღო.