ლეიკერსმა კობის სათამაშო ნომრები ოფიციალურად ამოიღო

282

გუშინ “ლეიკერსის” და “გოლდენ სტეიტის” დაპირისპირების შესვენებისას გაიმართა ცერემონია, რომელშიც კობი ბრაიანტის სათამაშო ნომრები იქნა ამოღებული წარმოებიდან.

შეგახსენებთ, რომ კობი მთელი კარიერის განმავლობაში, რომელიც 1996-2016 წლებს მოიცავს, “ლოს ანჯელეს ლეიკერსის” ღირსებას იცავდა და მათთან ერთად 5 ჩემპიონობა იზეიმა.

ამერიკელი 8 ნომრიანი მაისურით ასპარეზობდა, ხოლო 2006/07 სეზონიდან 24 ნომრიან მაისურს ირგებდა.