ლივერპულის ახალი რეკორდი

264

„ლივერპულმა“ პრემიერლიგის ახალი რეკორდი დაამყარა – იურგენ კლოპის შეგირდებმა ზედიზედ ოთხი გასვლითი შეხვედრა მინიმუმ სამბურთიანი სხვაობით მოიგეს.

ბოლოს მერსისაიდელებმა „ბორნმუთი“ 4:0 დაამარცხეს. მანამდე კი „ვესტ ჰემს“ 4:1, „სტოკ სიტის“ 3:0, ხოლო „ბრაიტონს“ 5:1 სძლიეს.

აქამდე ზედიზედ სამი გასვლითი შეხვედრა „ჩელსის“ 2004/05, იმავე „ლივერპულს“ 2013/14, ხოლო „არსენალს“ 2015/16 წლების სეზონში ჰქონდათ.

შემდეგ გასვლით შეხვედრას კლოპის გუნდი 22 დეკემბერს „არსენალის“ წინააღმდეგ გამართავს, სადაც 2015 წლის აპრილის შემდეგ არ დამარცხებულა.