ლუკაკუს სულელური ჯარიმა

310

რომელუ ლუკაკუ წვეულების ხმამაღლა გამართვისთვის 450 დოლარით დააჯარიმეს. ამის შესახებ გადაწყვეტილება ამერიკულმა სასამართლომ მიიღო.

ყველაფერი ამა წლის 2 ივლისს ბევერლი–ჰილზში დაიწყო, როცა შეწუხებულმა მეზობლებმა პოლიცია გამოიძახეს, რომელიც ლუკაკუსადმი მხოლოდ გაფრთხილებით შემოიფარგლა.

მიუხედავად ამისა, ბელგიელმა ფეხბურთელმა ეს გაფრთხილება ერთ ყურში შეუშვა, მეორედან გამოუშვა და მსგავსი 6 შემთხვევა დააფიქსირა. ბოლოს და ბოლოს, რომელუ დაიჭირეს და 450 დოლარით დააჯარიმეს.

„ლუკაკუ ძალიან ნანობს იმ საქციელს, რომლითაც ბევერლი–ჰილზის მცხოვრებს გული ატკინა“ – ეს ფეხბურთელის ადვოკატ რობერტ ჰამფრისის სიტყვებია.