ატლეტიკო ბარსას ფიფაში შეებრძოლება?

279

უკვე რამდენიმე თვეა, „ბარსელონა“ აქტიურად ცდილობს მადრიდის „ატლეტიკოს“ ფორვარდ ანტუან გრიზმანის შეძენას, რამაც „როხი ბლანკოს“ ხელმძღვანელობა აიძულა, სამართლიანობა ფიფაში ეძებოს.

„ელ მუნდო დეპორტივოს“ ცნობით, „ბარსელონას“ ხელმძღვანელები გრიზმანის ოჯახის წევრებს შეხვდნენ და ცდილობდნენ, ფრანგი „ბარსაში“ გადასვლაზე დაერწმუნებინათ.

ფიფას წესების თანახმად, კლუბს არ აქვს უფლება ფეხბურთელთან ან მის ახლობლებთან მოლაპარაკებები სპეციალური თანხმობის გარეშე გამართოს.

აღსანიშნავია, რომ ფრანგმა „როხი ბლანკოსთან“ ზაფხულში კონტრაქტი 2021 წლამდე გაახანგრძლივა.