დიდების დარბაზში მოსაცდელი პერიოდი შემცირდა

283

სპრინგფილდში არსებულმა კალათბურთის დიდების დარბაზმა განაცხადა მასში შემსვლელი მოთამაშეების პროცესის ცვლილებების შესახებ.

თუკი აქამდე დიდების დარბაზში ლეგენდების გვერდით მოსახვედრად მოთამაშის მოსაცდელი პერიოდი მისი კარიერის დასრულების შემდგომ 5 წელი იყო, ახალი ცვლილებების შედეგად ეს დრო 3 წლამდე შემცირდა.

აღსანიშნავია, რომ დიდების დარბაზში მოსახვედრი კანდიდატების სია 21 დეკემბერს გამოქვეყნდება.