უარყოფითი აურისგან გათავისუფლება, როგორც ასეთი…

272

ეგვიპტურმა „ალ აჰლიმ“ ამ თვეში 2016 წლის ივნისის შემდეგ ეროვნულ ჩემპიონატში პირველი მარცხი განიცადა, რის შემდეგაც გუნდს „უარყოფითი აურა“ დაეუფლა და ვერც შემდეგი შეხვედრა მოიგო – ფრედ დაასრულა.

კლუბის წარმომადგენლებმა ამ „უარყოფითი აურისგან“ გამწმენდი საშუალება მოიგონეს – მათ პირდაპირ სტადიონზე დაკლეს ხარი, ხოლო ხორცის ნაჭრები ღარიბებს დაურიგეს. „ალ აჰლიში“ თვლიან, რომ ეს საქციელი გუნდს შემდეგი მატჩის მოგებაში დაეხმარება.

„ალ აჰლი“ აფრიკული ჩემპიონთა ლიგის 8–გზის გამარჯვებულია, ეროვნული ჩემპიონატი კი 37–ჯერ მოიგო. მიმდინარე გათამაშებაში გუნდი მესამე ადგილზეა.