მეივეზერი UFC–ში?!

299
LAS VEGAS, NV - SEPTEMBER 13: Boxer Floyd Mayweather Jr. poses on the scale during the official weigh-in for his bout against Canelo Alvarez at the MGM Grand Garden Arena on September 13, 2013 in Las Vegas, Nevada. The fighters will meet in a WBC/WBA 154-pound title fight on September 14 in Las Vegas. (Photo by Ethan Miller/Getty Images)

ლეგენდარულმა მოკრივე ფლოიდ მეივეზერმა UFC–ში მის შესაძლო გადასვლაზე ისაუბრა. 50–დან ყველა ბრძოლის მომგები სპორტსმენის თქმით, იგი ორგანიზაციაში ასპარეზობას არ გეგმავს, თუმცა აღნიშნა, რომ იქ მილიარდები იშოვება.

“ხალხმა ააგორა ჭორები, რომ თითქოს, მე UFC–ში ვიბრძოლებ, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. მე უბრალოდ ვამბობ, რომ იქ მილიარდების შოვნის დიდი შესაძლებლობაა. მე რომ მართლაც ჩავატარო 3–4 ბრძოლა, მათ შორის კონორ მაკგრეგორთანაც, მილიარდს ნამდვილად ვიშოვი” – აღნიშნა ამერიკელმა მოკრივემ.

შეგახსენებთ, რომ მეივეზერმა კარიერა 2015 წელს დაასრულა, რინგზე კი 27 აგვისტოს მაკგრეგორთან ბრძოლისათვის დაბრუნდა და იგი გამარჯვებით დაასრულა.