საქველმოქმედო საშობაო გარბენი

338

საქართველოს კორპორატიული სპორტის სპორტის ფედერაცია, მსოფლიო საბრძოლო ხელოვნებათა კონფედერაცია და საქართველოს ბავშთა და სასკოლო სპორტის ფედ ერაცია, საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდობის კომიტეტის, ქ.თბილისი მერიის და ქ.თბილისის საკრებულოს მხარდაჭერით პროგრამა #beactiveingeorgia-ს პროექტ#rungeorgia-ს ეგიდით 24 დეკემბერს თბილისში, ლისის ტბაზე ატარებს 2017 წლის შემაჯამებელ საქველმოქმედო გარბენს “ზამთრის თბილისი”.
ღონისძიება და მონაწილეების რეგისტრაცია დაიწყება დილის 10 საათიდან. გარბენი ჩატარდება ორ ეტაპათ:
1-ლი ეტაპი-მოყვარულების გარბენი; დისტანცია ერთი წრე 3 კმ, რეგისტრაციის ღირებულება-10 ლარი. მონაწილეებს გადაეცემათ სამახსოვრო ბრენდირებული მაისურები, საახალწლო ქუდები და სერტიფიკატები.
2-ე ეტაპი ჰაი კლასი; დისტანცია 3 წრე 9 კმ, რეგისტრაციის ღირებულება-20 ლარი, მონაწილეებს გადაეცემათ სამახსოვრო ბრენდირებული მაისურები, საახალწლო ქუდები და სერტიფიკატები. გამარჯვებულებს როგორც მამაკაცებში ასევე მანდილოსნებში გადაეცემათ ფულადი ჯილდოები, პარფიუმერული კომპანიების ნაწარმი, სასტუმროების საგზურები, პარტნიორების მიერ დაწესებული სუვენირები და საჩუქრები, მედლები და სიგელები.
ყველაზე ახალგაზრდა და უხუცესი მონაწილეები დასაჩუქრდებიან სამახსოვრო საჩუქრებით.
ღონისძიებიდან შემოსული თანხა გადაირიცხება ნინო სურგულაძის სახელობის საქველმოქმედო ფონდ “ნატვრის ხე”-ში
რეგისტრაციის თანხა უნდა ჩარიცხოთ VTB ბანკში
ბანკის კოდი UGEBGE22
ა/ნ: GE38VT0900001111111111
ჩარიცხვის ქვითარი უნდა წარმოადგინოთ რეგისტრაციის დროს