მეივეზერი VS ბრაიანტი?

316

ლეგენდარულმა მოკრივე ფლოიდ მეივეზერმა “ლეიკერსის” ყოფილი ვარსკვლავი კობი ბრაიანტი დუელში გამოიწვია.

50–დან ყველა ბრძოლის მომგებმა ფლოიდმა სოციალურ ქსელში “ინსტაგრამი” დაწერა: “მე მზად ვარ, მილიონ დოლარზე კობის ერთი–ერთზე ვეთამაშო”!

შეგახსენებთ, რომ პროფესიონალური კარიერა ორივე სპორტსმენმა დაასრულა. საინტერესოა, მართლაც შედგება თუ არა ეს მატჩი.