როდის შედგება ლომაჩენკო–პაკიაო?

347

მენი პაკიაო თანახმაა, რინგზე ვასილი ლომაჩენკოს დაუპირისპირდეს – იუწყება Los Angeles Times.

ფილიპინელი მოკრივის წარმომადგენელმა მაიკლ ლონჩმა დაასახელა ის პერიოდი, როცა პაკიაო უკრაინელ მსოფლიო ჩემპიონს შეხვდება.

“მენი ლომაჩენკოს შემოდგომაზე შეხვდება” – აცხადებს ლონჩი.

15 ივლისს პაკიაო ლუკას მატისეს დაუპირისპირდება, სასწორზე კი WBA–ს ვერსიით მსოფლიო ჩემპიონის ტიტული იქნება. თავის მხრივ, “ლომა” 12 მაისს ხორხე ლინარესოს შეხვდება.