დურანტი გოლდენ სტეიტთან კონტრაქტის გახანგრძლივებას არ დათანხმდება

676

„გოლდენ სტეიტის“ ფორვარდი კევინ დურანტი კონტრაქტის გახანგრძლივების ოფციას, რომელიც 26,2 მილიონს შეადგენს, არ დათანხმდება იტყობინება ESPN.

მოთამაშე აპირებს სრულფასოვანი თავისუფალი აგენტი გახდეს და „მეომრებთან“ კონტრაქტის რესტრუქტურირება მოახდინოს.

გასულ ზაფხულს დურანტმა „გოლდენ სტეიტთან“ 51 მილიონად 2 წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი, ამის წყალობით გუნდმა ახალი კონტრაქტები გაუფორმა შონ ლივინგსტონს და ანდრე იგუადალას. წყაროს ინფორმაციით, ამ ზაფხულს ფორვარდი ასეთ დაბალ ხელფასს აღარ დათანხმდება.