ტუხელს კანტე სჭირდება

338

„ჩელსის“ ნახევარმცველმა ნგოლო კანტემ შესაძლოა კარიერა პარიზულ კლუბში განაგრძოს.

რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია რომ პსჟ-ს გერმანელი სპეციალისტი ტომას ტუხელი ჩაიბარებს, რომელიც ამ პოსტზე უნაი ემერის შეცვლის.

Sport Buzzerის ცნობით პირველი რასაც ტუხელი გააკეთებს, ეცდება საკუთარი კლუბის ხელმძღვანელობა დაარწმუნოს ნგოლო კანტეს საჭიროებაში, რომელსაც გერმანელი სპეციალისტი ძირითადის განუყოფელ მოთამაშედ ხედავს.

სავარაუდოა, რომ ნგოლოსთვის პარიზელებს 80 მილიონი ევროს გადახდა მოუწევთ.