ბარიკელოს სიმსივნე ამოკვეთეს

223

ზამთარში ინსულტის გადატანის შემდეგ, რუბენს ბარიკელოს სამედიცინო შემოწმების სერიამ, კისრის არეში კეთილთვისებიანი სიმსივნის არსებობა დაადასტურა.

იანვრის ბოლოს ბარიკელო აშშ-ში საავადმყოფოში მოხვდა. ბრაზილიელმა, სატელევიზიო პროგრამაში-Conversa Com Bial, აღნიშნა, რომ შემდგომი სამედიცინო შემოწმების პერიოდში ექიმებმა მას კეთილთვისებიანი სიმსივნე აღმოუჩინეს, რომელიც მერე წარმატებით ამოკვეთეს.

“გადატანილი ინსულტის შემდეგ ბევრი გამოკვლევა ჩამიტარეს-მთელ ჩემ ოჯახს, მამას, დედას, ყველას ჩემი მდგომარეობა აინტერესებდა. შემდეგ, შემოწმების დროს, ყელზე სიმსივნე აღმომიჩინეს. როგორც კი Stock Car-ის ეტაპი დასრულდა, ის ამოკვეთეს. აღარ გადავდე-სიმსივნე კეთილთვისებიანია, მაგრამ იზრდებოდა. საჭესთან ამაზე ფიქრი არ მინდოდა“,-მოყვა ბარიკელომ.

რუბენსმა, აგრეთვე, გადატანილ ინსულტზე დაწვრილებით ისაუბრა, საავადმყოფოში მისვლამდე თავის ტკივილის დონე 10-დან 8-9 ქულით შეაფასა:“როცა საავადმყოფოს ვტოვებდი, მითხრეს, რომ მსგავს შემთხვევაში, მხოლოდ ხალხის 14% ეწერება საავადმყოფოდან ისე, როგორც მე გამომწერეს. დანარჩენების შედეგებმა შეიძლება სიკვდილი ან გართულება გამოიწვიოს“.

45 წლის რუბენს ბარიკელო სარბოლო კარიერას Stock Car Brazil-ში განაგრძობს.