“Mercedes-მა ფერსტაპენი ვერ მიიღო, რიკიარდოსაც ვერ მიიღებს“

209

Aston Martin Red Bull Racing-ის სპორტულმა კონსულტანტმა, ჰელმუტ მარკომ საკმაოდ ხისტად უარყო ვარაუდი იმაზე, რომ 2019 წელს დენიელ რიკიარდოს Mercedes-ში გადასვლა შეუძლია.

ავსტრიულ კონცერნთან ავსტრალიელის კონტრაქტის ვადა წლევანდელი წლის ბოლოს მთავრდება და თუ არ გახანგრძლივდება, დენიელი, როგორც თვლიან, Mercedes-ში ან Ferrari-ში აღმოჩნდება.

სკუდერიაზე დოქტორ მარკომ არაფერი თქვა, მაგრამ დაარწმუნა, რომ “ვერცხლის ისრებში“ რიკიარდო, სწორედაც, ვერ აღმოჩნდება.

“მისტერ ვოლფმა უკვე ფიასკო განიცადა მაქს ფერსტაპენის შემთხვევაში, დენიელ რიკიარდოს გადაბირებასაც უშედეგოდ ეცდება“,-მარკოს სიტყვები F1i-ს მოჰყავს.

Aston Martin Red Bull Racing-ის ხელმძღვანელმა, კრისტიან ჰორნერმა, ჩინეთის გრან პრიზე ავსტრალიელის ტრიუმფის შემდეგ, აგრეთვე, დარწმუნებით თქვა, რომ ის გუნდში დარჩება.

“თუ შემდგომშიც ისეთივე მანქანის მომზადებას შევძლებთ, როგორიც შანხაიში გვყავდა, მაშინ წასვლას რა აზრი აქვს? დავამტკიცეთ, რომ  ჩვენი მანქანა შეიძლება სწრაფი იყოს“,-თქვა ჰორნერმა.