თოკოს ორმაგი და ,,ბასკონიას” პირველი გამარჯვება

384

ევროლიგის ფლეიოფი ძალზედ საინტერესოდ მიმდინარეობს და რაც ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი რამაა თორნიკე შენგელიას ,,ბასკონიამ” სერიაში პირველ გამარჯვებას მიაღწია, სადაც ბასკები ოთხთა ფინალის ერთ-ერთ საგზურს თურქულ ,,ფენერბახჩესთან” იყოფენ.

თურქეთში გამართული ორივე შეხვედრა ჟელკო ობრადოვიჩის გუნდმა მოიგო. აი გუშინ კი უფრო ძლიერი ,,ბასკონია” აღმოჩნდა. ჩვენდა გასახარად ამ გამარჯვებაში თავისი დიდი როლი შეასრულა ჩვენებურმა თორნიკე შენგელიამ, რომელსაც თამაშის ბოლოს სტატისტიკურ ქულებისა და მოხსნების გრაფაში  10-10 ეწერა, რაც იმას ნიშნავს, რომ ,,ბასკონიას” ქართველმა კაპიტანმა ორმაგი დუბლი გაშანსა.

სერიის მეოთხე შეხვედრას ხვალ 26 აპრილს კვლავ ,,ბასკონიას” არენა უმასპინძლებს.

რაც შეეხება გუშინ გამართულ მეორე მატჩს, რომელიც ,,ჟალგირისსა” და ,,ოლიმპიაკოსს” შორის შედგა, ლიტველებმა სერიაში მეორე გამარჯვებას მიაღწიეს, მეტოქე კი დიდი სხვაობით 20 ქულით დაამარცხეს. ამით ,,ჟალგირისი” სერიაში 2-1 დაწინაურდა.