ოთხთა ფინალის ორი გუნდი და ერთი წყვილი ცნობილია

441

მაშ ასე, ევროლიგის ოთხთა ფინალის პირველი წყვილი ცნობილია და ფინალში მოსახვედრად ბელგრადის ,,სტარკ არენაზე“ ერთმანეთს თურქული ,,ფენერბახჩე და ლიტვური ,,ჟალგირისი“ დაუპირისპირდებიან. დღეს ორივე მათგანმა ოთხთა ფინალის საგზური საკმაოდ დამაჯერებელი გამარჯვებით მოიპოვეს.

ევროპული კალათბურთის საღამო 21:00 საათზე იწყებოდა, სადაც ,,ჟალგირისი“ – ,,ოლიმპიაკოსის“ რიგით მეოთხე შეხვედრა უნდა გამართულიყო და ლიტველებს სერიაში ოთხთა ფინალს მხოლოდ ერთი გამარჯვება აშორებდა. ,,ჟალგირისის“ ბოლო სტუმრობა კი ამ ეტაპზე 19 წლის წინ იყო, როდესაც კაუნასელები საჩემპიონო ტიტულს დაეუფლნენ.

,,ჟალგირისი“ თავიდანვე მოტივირებული გამოვიდა პარკეტზე და არავისთვის არაფრის დამთმობს არ ჰგავდა. თავისი მხრიდან მხურვალე ქომაგობაც ხელისშემწყობი ფაქტორი აღმოჩნდა. ლიტვურმა გუნდმა მეორე-მესამე მეოთხედის დროში მეტოქეზე 20 ქულით მეტი მოაგროვა, რაც გადამწყვეტი უპირატესობის გარანტია გახდა. დასკვნით პერიოდში ,,ოლიმპიაკოსმა“ გაიბრძოლა, მაგრამ ლიტველთა 19 წლიანი ლოდინი ოფიციალურად დასრულა და ,,ჟალგირისი“ ოთხთა ფინალში გავიდა.

ჩვენდა სამწუხაროდ სერიაში ერთი გამარჯვების მოპოვება მაქსიმუმი აღმოჩნდა თორნიკე შენგელიას ,,ბასკონიასთვის“, რომელმაც მეტი ვერაფერი გააწყო და საკუთარ პარკეტზე მეორე შეხვედრაში ვეღარ იმარჯვეს.

ჟელკო ობრადოვიჩის გუნდმა უპირატესობა შეხვედრის დასაწყისშივე მოიპოვა, თუმცა გადამწყვეტ უპირატესობამდე მეორე მეოთხედის მიმდინარეობისას მივიდა და ტაიმი სოლიდურად 16 ქულით მოიგო, რაც ყველანაირ სასწაულს გამორიცხავდა. საბოლოო ჯამში თურქებმა ესპანელები 92-83 დაამარცხეს და ამით ოთხთა ფინალის მეორე მონაწილის ვინაობაც გაირკვა.

სტატიის ბოლოს გთავაზობთ თორნიკე შენგელიას ფლეიოფის სტატისტიკას

ქულები – 12.3

2 ქულიანების პროცენტულობა – 53.1 %

საჯარიმოები – 83.3 %

მოხსნა – 5.3

პასი – 2.8

ჩაჭრა – 0.5

შეცდომა – 1.8

მარგი ქმედების კოეფიციენტი – 15