ბელგრადი დაკომპლექტდა

424

ევროლიგის პლეი ოფის ოთხივე სერიაში იდენტური ანგარიში დაფიქსირდა. სტამბულის ,,ფენერბახჩე”, კაუნასის ,,ჟალგირისი”, მადრიდის ,,რეალი” და მოსკოვის ,,ცსკა”ის გუნდები არიან, რომლებიც ტიტულისთვის ბრძოლას განაგრძობენ.

,,ცსკა” 3-1 ,,ხიმკი”

,,ხიმკიმ” მასზე გაცილებით ძლიერ მეტოქესთან ღირსეული შთაბეჭდილება დატოვა და ყველა იმ მატჩში, სადაც ბარძოკასის გუნდი დამარცხდა დიდი ბრძოლა გაიმართა. ,,ცსკამ” პირველად სამი ქულით მოიგო, მეორედ ხუთი, ხოლო გუშინდელ მატჩში, რომელიც დრამატიზმით სავსე იყო მხოლოდ და მხოლოდ ერთი ქულა. როდესაც შეხვედრაში ,,ცსკამ” 16 ქულიანი სხვაობა დააფიქსირა ასეთ დაძაბულ მატჩს აღარავინ ელოდა, თუმცა შვედი, რომელიც ჩემი აზრით სერიის საუკეთესო მოთამაშეა, მეტოქეს 36 ქულა გაუკეთა და ,,ხიმკიც” შეხვედრაში ბოლომდე დატოვა, თუმცა კორი ჰიგინსმა მეხუთე თამაშის ალბათობა გააუქმა და საკუთარ გუნდს ბელგრადის ვიზა ჩაურტყა.

,,პანათინაიკოსი” 1-3 ,,რეალი”

,,პაომ” სერია 20-0 გაქცევით და გახსნითი შეხვედრაში გამარჯვებით დაიწყო, თუმცა ,,რეალმა” სამივე გამარჯვება 7 ქულიანი სხვაობით გაიფორმა (89-82,81-74,89-82) და ბელგრადის ოთხთა ფინალიც დააკომპლექტა.

პაბლო ლასოს გუნდმა გადამწყვეტი უპირატესობა მეორე მეოთხედში მოიპოვა, როდესაც მეტოქეს 11 ქულით გაექცა და ტაიმი საბოლოო ჯამში 16 ქულით მოიგო.

,,პანათინაიკოსმა”, რაც შეძლო მხოლოდ სხვაობის 9 ქულიანი შემცირება გახლდათ.

 

ოთხთა ფინალი

18.05.2018 ,,ფენერბახჩე” – ,,ჟალგირისი”

18.05.2018 ,,რეალი” – ,,ცსკა”

ფინალი – 20 მაისი

ფინალამდე კი შედგება მატჩი მესამე ადგილისთვის