მე-20 საუკუნეში ქართველების მიღწევები ოლიმპიურ თამაშებზე

1008

საქართველოს სპორტის ოლიმპიური ისტორია იწყება XX საუკუნის 50-იანი წლებიდან, როცა საბჭოთა ხელისუფლებამ მიიღო პოლიტიკური გადაწყვეტილება საერთაშორისო ოლიმპიურ მოძრაობაში მონაწილეობის თაობაზე. ამ გადაწყვეტილებას პრაქტიკული ნაბიჯებიც მოჰყვა. 1951 წლის 23 აპრილს შეიქმნა სსრკ ოლიმპიური კომიტეტი. იმავე დღეს ლოზანაში სოკის პრეზიდენტის ზიგფრიდ ედსტრიომის სახელზე მოსკოვიდან გაიგზავნა საგანგებო ტელეგრამა: ` გაცნობებთ, რომ სსრკ-ში შეიქმნა ოლიმპიური კომიტეტი. სსრკ ოლიმპიური კომიტეტი ეთანხმება სოკის წესდებას და აცხადებს საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტთან მიერთების შესახებ. ვიცით, რომ 3-6 მაისს გაიმართება სოკის სესია და გვსურს გავგზავნოთ ჩვენი წარმომადგენლები. უმორჩილესად გთხოვთ, ტელეგრაფით გვაცნობოთ სოკის სესიის დღის წესრიგი. გთხოვთ მაისის სესიაზე დაამტკიცოთ ჩვენი მიერთება სოკთან. სოკის წევრად დანიშნეთ სსრკ ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარე კონსტანტინ ანდრიანოვი. სსრკ ოლიმპიური კომიტეტის მისამართია: მოსკოვი, სკატერტნი, 4. სსრკ ოლიმპიური კომიტეტის სახელით, პასუხისმგებელი მდივანი სობოლევი”. ედსტრიომის პასუხი ასეთი იყო: ` თქვენი ტელეგრამა მივიღეთ. ანდრიანოვს და თქვენ გიწვევთ 6 მაისს ვენის ფილარმონიის დიდ დარბაზში, სესიის გახსნის ცერემონიაზე”. უფრო ადრე, ჯერ კიდევ 1948 წლის ლონდონის ოლიმპიადის წინ, მაშინდელი სოკის მეორე პირს ეივერი ბრენდეჯს ედსტრიომი პირად ბარათში სწერდა: ” მე ისე შორს წასვლას არ  ვაპირებ, რომ კომუნისტები შემოვიერთოთ”. როცა რუსებმა 1951 წელს ოფიციალური განაცხადი გააკეთეს, ედსტრიომმა უკან დაიხია და საერთაშორისო პოლიტიკურ კონიუნქტურას  დაემორჩილა. 1951 წლის 7 მაისს ვენის სესიამ სსრკ ოლიმპიური კომიტეტი სოკის წევრად მიიღო. ამ წინადადებას დაეთანხმა სოკის 31 წევრი, სამმა კი თავი შეიკავა. იქვე გადაწყდა, რომ საბჭოთა სპორტსმენებს მიიწვევდნენ 1952 წლის ზამთრისა (ოსლო) და ზაფხულის (ჰელსინკი) ოლიმპიადებზე.

1951 წლის 16 ოქტომბერს მოსკოვში გამართულმა სსრ კავშირის ოლიმპიური კომიტეტის პირველმა სესიამ ერთხმად დაადგინა, რომ საბჭოთა სპორტსმენები 1952 წელს მხოლოდ ზაფხულის თამაშებში იასპარეზებდნენ, ზამთრის ოლიმპიადებში კი 1956 წლიდან ჩაებმებოდნენ. ასეც მოხდა. ზამთრის თამაშებში სსრკ ნაკრების შემადგენლობაში ერთადერთი ქართველი სპორტსმენი, ტრამპლინიდან თხილამურებით მხტომელი კობა წაქაძე გამოდიოდა (1956, 60, 64, 72), ზაფხულის თამაშებში კი საბჭოთა ოლიმპიურ დელეგაციაში (1952-88) და ე. წ. გაერთიანებულ გუნდში (1992) საქართველოს 104 წარმომადგენელი იყო. შემდეგ იწყება ოლიმპიურ თამაშებში დამოუკიდებლად მონაწილეობის პერიოდი.

1952

XV ოლიმპიადა. ჰელსინკი.14 მონაწილე. 3 ოქროს, 4 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედალი. დავით ციმაკურიძე (თავისუფალი ჭიდაობა) – I ადგილი, რაფაელ ჩიმიშკიანი (ძალოსნობა) – I, მედეა (მზია) ჯუღელი (ტანვარჯიში) – I და II , ოთარ ქორქია (კალათბურთი) – II, ნოდარ ჯორჯიკია (კალათბურთი) – II, ლევან სანაძე (მძლეოსნობა) – II, ნადეჟდა ხნიკინა (მძლეოსნობა) – III, ნინო დუმბაძე (მძლეოსნობა) – III, ელენე გოკიელი (მძლეოსნობა) – IV ადგილი ნახევარფინალში, ავთანდილ ღოღობერიძე (ფეხბურთი) – მერვედფინალი, ავთანდილ ჭკუასელი (ფეხბურთი) – მერვედფინალი, ოთარ დადუნაშვილი (ველოსპორტი) – მეთექვსმეტედფინალი, აკაკი მეიფარიანი (ფარიკაობა) – II წრე, ვლადიმერ ლავრინენკო (ცურვა) – XXV.

1956

XVI ოლიმპიადა. მელბურნი. 10 მონაწილე. 2 ოქროს და 6 ბრინჯაოს მედალი. გივი კარტოზია (კლასიკური ჭიდაობა) – I, მირიან ცალქალამანიძე (თავისუფალი ჭიდაობა) – I, ვახტანგ ბალავაძე (თავისუფალი ჭიდაობა) – III, გიორგი სხირტლაძე (თავისუფალი ჭიდაობა) – III, რომან ძნელაძე (კლასიკური ჭიდაობა) – III, ნადეჟდა დვალიშვილი- ხნიკინა (მძლეოსნობა) – III, ბორის ნიკიტინი (ცურვა) – III, ნოდარ გვახარია (წყალბურთი) – III, რევაზ ცირეკიძე (ფარიკაობა) – V ადგილი ნახევარფინალში, იური ოსიპოვი (ფარიკაობა) – VII ადგილი ნახევარფინალში.

1960

XVII ოლიმპიადა. რომი. 16 მონაწილე. 2 ოქროს, 5 ვერცხლისა და 3 ბრინჯაოს მედალი. რობერტ შავლაყაძე (მძლეოსნობა) – I, ავთანდილ ქორიძე (კლასიკური ჭიდაობა) – I, გიორგი სხირტლაძე (თავისუფალი ჭიდაობა) – II, გურამ მინაშვილი (კალათბურთი) – II, ვლადიმერ უგრეხელიძე (კალათბურთი) – II, გივი ჩიქვანაია (წყალბურთი) – II, ლერი გოგოლაძე (წყალბურთი) – II, ვლადიმერ რუბაშვილი (თავისუფალი ჭიდაობა) – III, გივი კარტოზია (კლასიკური ჭიდაობა) – III, გურამ კოსტავა (ფარიკაობა) ¬- III, ალექსანდრე შერბინა (მძლეოსნობა) – IV,   ბორის ნიკიტინი (ცურვა) – VIII, ვახტანგ ბალავაძე (თავისუფალი ჭიდაობა) – XI, ნუგზარ ასათიანი (ფარიკაობა) – V ადგილი მეოთხედფინალში. რევაზ ქვაჩაკიძე (მძლეოსნობა) – ფინალში ვერ მოხვდა, იური დიაჩკოვი (მძლეოსნობა) – შეჯიბრებას გამოეთიშა.

1964

XVIII ოლიმპიადა, ტოკიო.18 მონაწილე. 2 ოქროს, 4 ვერცხლისა და 5 ბრინჯაოს მედალი. ნუგზარ ასათიანი (ფარიკაობა) – I, ვაჟა კაჭარავა (ფრენბურთი) – I, რომან რურუა (კლასიკური ჭიდაობა) – II, გურამ საღარაძე (თავისუფალი ჭიდაობა) – II, შოთა ქველიაშვილი (ტყვიის სროლა) – II, ლევან მოსეშვილი (კალათბურთი) – II, გურამ კოსტავა (ფარიკაობა) – III, ნოდარ ხოხაშვილი (თავისუფალი ჭიდაობა) – III, დავით გვანცელაძე (კლასიკური ჭიდაობა) – III, ანზორ კიკნაძე (ძიუდო) – III, ფარნაოზ ჩიკვილაძე (ძიუდო) – III, ალექსანდრე ტუტაკაევი (ცურვა) – IV, რობერტ შავლაყაძე (მძლეოსნობა) – V, როსტომ აბაშიძე (კლასიკური ჭიდაობა) – V, ბორის პოლულიახი (წყალში ხტომა) – VI, ზარბეგ ბერიაშვილი (თავისუფალი ჭიდაობა) – VI, შოთა ლომიძე (თავისუფალი ჭიდაობა) – IX, ომარ ფხაკაძე (ველოსპორტი) – მეოთხედფინალი.

1968

XIX ოლიმპიადა, მეხიკო.14 მონაწილე. 2 ოქროს, 2 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედალი. რომან რურუა (კლასიკური ჭიდაობა) – I, ვიქტორ სანეევი (მძლეოსნობა) – I, დიტო შანიძე (ძალოსნობა) – II, შოთა ლომიძე (თავისუფალი ჭიდაობა) – II, ზურაბ საკანდელიძე (კალათბურთი) – III, სერგეი კოვალენკო (კალათბურთი) – III, შოთა ქველიაშვილი (ტყვიის სროლა) – IV, ომარ ფხაკაძე (ველოსპორტი) – IV, თინათინ ლეკვეიშვილი (ცურვა) – IV, ზარბეგ ბერიაშვილი (თავისუფალი ჭიდაობა) – V, ბორის პოლულიახი (წყალში ხტომა) – XX, ლიუდმილა იევლევა (მძლეოსნობა) – IV ადგილი გარბენში, გურამ გუდაშვილი (მძლეოსნობა) – ფინალში ვერ მოხვდა, იგორ დელა-როსა (მძლეოსნობა) – შეჯიბრება ვერ დაამთავრა.

1972

XX ოლიმპიადა, მიუნხენი. 16 მონაწილე. 6 ოქროს, 1 ვერცხლისა და 4 ბრინჯაოს მედალი. ვიქტორ სანეევი (მძლეოსნობა) – I, ლევან თედიაშვილი (თავისუფალი ჭიდაობა) – I, შოთა ჩოჩიშვილი (ძიუდო) – I, ზურაბ საკანდელიძე (კალათბურთი) – I, მიხეილ ქორქია (კალათბურთი) – I, ვიქტორ კრატასიუკი (საბაიდარო ნიჩბოსნობა) – I, დიტო შანიძე (ძალოსნობა) – II, ომარ ფხაკაძე (ველოსპორტი) – III, გივი ონაშვილი (ძიუდო) – III, მურთაზ ხურცილავა (ფეხბურთი) – III, რევაზ ძოძუაშვილი (ფეხბურთი) – III, ქეთევან ლოსაბერიძე (მშვილდოსნობა) – IV, თინათინ ლეკვეიშვილი (ცურვა) – IV, ჯემალ მეგრელიშვილი (კლასიკური ჭიდაობა) – V, გურამ გოგოლაური (ძიუდო) – V, გიორგი ნასყიდაშვილი (სანიჩბოსნო სლალომი) – XXXI.

1976

XXI ოლიმპიადა, მონრეალი.11 მონაწილე. 3 ოქროს, 1 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედალი. ლევან თედიაშვილი (თავისუფალი ჭიდაობა) – I, ვიქტორ სანეევი (მძლეოსნობა) – I, ალექსანდრე ანპილოგოვი (ხელბურთი) – I, რამაზ ხარშილაძე (ძიუდო) – II, შოთა ჩოჩიშვილი (ძიუდო) – III, მიხეილ ქორქია (კალათბურთი) – III, იგორ ომელჩენკო (ცურვა) – V, ვლადიმერ ისელიძე წყალბურთი – VIII, იგორ კუშპელიოვი (ცურვა) – X, მარლენ პაპავა (ტყვიის სროლა) – XXVI, ოლეგ ზურაბიანი (ძიუდო) – I წრე.

1980

XXII ოლიმპიადა, მოსკოვი. 16 მონაწილე. 3 ოქროს, 4 ვერცხლისა და 5 ბრინჯაოს მედალი. ქეთევან ლოსაბერიძე (მშვილდოსნობა) – I, ვახტანგ ბლაგიძე (კლასიკური ჭიდაობა) – I, შოთა ხაბარელი (ძიუდო) – I, ვიქტორ სანეევი (მძლეოსნობა) – II, საიდა გუნბა (მძლეოსნობა) – II, თეიმურაზ ხუბულური (ძიუდო) – II, ალექსანდრე ანპილოგოვი (ხელბურთი) – II, ლიანა ცოტაძე (წყალში ხტომა) – III, ნიკოლოზ დერიუგინი (კალათბურთი) – III, ალექსანდრე ჩივაძე (ფეხბურთი) – III, თენგიზ სულაქველიძე (ფეხბურთი) – III, რევაზ ჩელებაძე (ფეხბურთი) – III, თამაზ იმნაიშვილი (სასტენდო სროლა) – IX, დავით კვაჭაძე (კრივი) – II წრე, თამაზ ნამგალაური (ძიუდო) – II წრე, ირინა გერასიმოვა (ცურვა) – დისკვალიფიკაცია.

1988

XXIV ოლიმპიადა, სეული. 16 მონაწილე. 5 ოქროს,  2 ვერცხლისა და 5 ბრინჯაოს მედალი. ნინო სალუქვაძე (ტყვიის სროლა) – I და II, დავით გობეჯიშვილი (თავისუფალი ჭიდაობა) – I, ვლადიმერ აფციაური (ფარიკაობა) – I, ვლადიმერ გოგოლაძე (ტანვარჯიში) – I, გელა კეტაშვილი (ფეხბურთი) – I, ლერი ხაბელოვი (თავისუფალი ჭიდაობა) – II, ამირან ტოტიკაშვილი (ძიუდო) – III, გიორგი თენაძე (ძიუდო) – III, ვახტანგ იაგორაშვილი (თანამედროვე ხუთჭიდი) – III, მიხეილ გიორგაძე (წყალბურთი) – III, მაია აზარაშვილი (მძლეოსნობა) – III, გიორგი ჩოგოვაძე (წყალში ხტომა) – IV, ქრისტინა ფალასანიდი (სინქრონული ცურვა) – VII, გურამ გედეხაური (კლასიკური ჭიდაობა) – VII, ლეილა მესხი (ჩოგბურთი) – II წრე, თამაზ იმნაიშვილი (სასტენდო სროლა) – ფინალში არ გასულა.

1992

XXV ოლიმპიადა, ბარსელონა.12 მონაწილე. 3 ოქროს და 5 ბრინჯაოს მედალი. დავით ხახალეიშვილი (ძიუდო) – I, კახი კახიაშვილი (ძალოსნობა) – I, ლერი ხაბელოვი (თავისუფალი ჭიდაობა) – I, გიორგი კოღუაშვილი (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა) – III, დავით გობეჯიშვილი (თავისუფალი ჭიდაობა) – III, ლეილა მესხი (ჩოგბურთი) – III, რამაზ ფალიანი (კრივი) – III, ხათუნა ქვრივიშვილი (მშვილდოსნობა) – III, ნინო სალუქვაძე (ტყვიის სროლა) – V და X, გურამ ბიგანიშვილი (აფროსნობა) – XIII, გიორგი ჩოგოვაძე (წყალში ხტომა) – XVI, ოლეგ სტრიჟაკოვი (მძლეოსნობა) – ფინალში ვერ გავიდა.

1996

XXVI ოლიმპიადა, ატლანტა. 36 მონაწილე. 2 ბრინჯაოს მედალი. სოსო ლიპარტელიანი (ძიუდო) – III, ელდარ კურტანიძე (თავისუფალი ჭიდაობა) – III, კობა გულიაშვილი (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა) – IV, ნინო სალუქვაძე (ტყვიის სროლა) – V და VII, გელა პაპაშვილი (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა) – VI, გიორგი ვაზაგაშვილი (ძიუდო) – VII, გიორგი რევაზიშვილი (ძიუდო) – VII, თამაზ იმნაიშვილი (სასტენდო სროლა) – IX, ბიძინა მიქიაშვილი (ძალოსნობა) – IX, ვლადიმერ დგებუაძე (ძიუდო) – X, ავთანდილ გოგოლიშვილი (თავისუფალი ჭიდაობა) – X, ზაზა თურმანიძე (თავისუფალი ჭიდაობა) – X, ზაზა ტყეშელაშვილი (თავისუფალი ჭიდაობა) – XIII, ბაკურ გოგიტიძე (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა) – XIV, გურამ ბიგანიშვილი (აფროსნობა) – XVI, ვლადიმერ გრუზდევი (აფროსნობა) – XVI, მევლუდ ლობჟანიძე (ძიუდო) – XVI, კობა გოგოლაძე (კრივი) – მესამე წრე, გიორგი კანდელაკი (კრივი) – III წრე, ვახტანგ იაგორაშვილი (თანამედროვე ხუთჭიდი) – XX, ტარიელ მელელაშვილი (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა) – XX, აკაკი კაკაურიძე (კრივი) -II წრე, ბესიკ ვარძელაშვილი (კრივი) – I წრე, თენგიზ მესხაძე (კრივი) – I წრე, ეკა აბრამია (მხატვრული ტანვარჯიში) – XXV, ილია გიორგაძე (სპორტული ტანვარჯიში) – XXV, მაია აზარაშვილი (მძლეოსნობა) – საკვალიფიკაციო შეჯიბრება, ნანა ყაზარაშვილი (წყალში ხტომა) – XXVIII, ნინო უჩაძე (ტყვიის სროლა) – XXVII და XXXVI, არჩილ ლორთქიფანიძე (ფარიკაობა) – I წრე, გიორგი წმინდაშვილი (ძიუდო) – XXXII, გოჩა გახარია (წყალში ხტომა) – XXXIV, ელვირა ურუსოვა (მძლეოსნობა) – საკვალიფიკაციო შეჯიბრება, ხათუნა ქვრივიშვილი (მშვილდოსნობა) – ოცდამეთორმეტედფინალი, მუხრან გოგია (ძალოსნობა) – ტრავმა, დავით ხახალეიშვილი (ძიუდო) – აწონაზე დააგვიანა და შეჯიბრებიდან მოიხსნა.

შემდეგ რუბრიკაში შემოგთავაზებთ ქართველების მიღწევებს ილიმპიურ თამაშებზე უკვე 21-ე საუკუნეში.