ბოლქვაძის ვერცხლი

339

დღეს, 2 მაისს დაღესტანის ქალაქ კასპიისკში ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ევროპის ჩემპიონატზე მედლებისთვის სამმა ქართველმა იბრძოლა.

ოლიმპიური პრიზიორი შმაგი ბოლქვაძე (67 კგ) ფინალში რუს არტიომ სურკოვთან დამარცხდა და ვერცხლის მედალს დასჯერდა.

ახალგაზრდებს შორის მსოფლიოს ჩემპიონმა დავით ჩხარტიშვილმა (60 კგ) ბრინჯაოს მედლისთვის გერმანელ ეტიენე კინსინგერს სძლია.

ასევე ბრინჯაოს დაეუფლა ევროპირველობის კიდევ ერთი ქართველი დებიუტანტი იური ლომაძე(72 კგ), რომელმაც მოლდოველი დანიელ კატარაგა დაამარცხა.

საქართველოს ნაკრებმა კონტინენტის პირველობაზე 6 მედალი მოიპოვა: 1 ოქრო, 1 ვერცხლი და 4 ბრინჯაო.

წყარო