ევროპის ჩემპიონატი ჭიდაობაში: რთული ბადე ხინჩეგაშვილისთვის

748

რუსეთის ქალაქ კასპიისკში ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ევროპის ჩემპიონატი დასრულებულია, სადაც ქართველმა ფალავნებმა 6 მედალი მოიპოვეს, ახლა იქ ქალთა ჭიდაობები მიმდინარეობს, 4-6 მაისს კი ბრძოლებში თავისუფალი სტილით მოჭიდავეები ჩაერთვებიან.

დღეს კასპიისკში იმ ხუთ წონით კატეგორიაში ჩატარდა წილისყრა, რომლებშიც წინასწარი ბრძოლები 4 მაისს გაიმართება: 57, 65, 70, 79 და 97.

ხინჩეგაშვილი რთულ ბადეში

რა თქმა უნდა, პირველ რიგში საინტერესოა ოლიმპიური ჩემპიონის ვლადიმერ ხინჩეგაშვილის წილისყრის შედეგი. მართალია, სამგზის მსოფლიოს ჩემპიონი ჰაჯი ალიევი (აზერბაიჯანი) ბადის მეორე მხარესაა, მაგრამ მას მაინც არ გაუმართლდა, რადგან ჯერ სომეხ ვალოდია ფრანგულიანს შეხვდება, შემდეგ კი, მოგების შემთხვევაში ევროპის მოქმედ ჩემპიონი ილიას ბეკბულატოვზე (რუსეთი) გადის. ტურნირის სამი ფავორიტიდან ოქროსთვის ბრძოლას მხოლოდ ერთი გააგრძელებს.

ვის შეხვდება მსოფლიო ჩემპიონი იაკობიშვილი

57-ში ოთარ გოგავა ფრანგ ელ უარაკს ხვდება. მეოთხედფინალში მას შესაძლოა რუსი ზაურ უგუევი შეხვდეს.

მსოფლიოს ჩემპიონი ზურაბ იაკობიშვილი (70) პირველ ნომრად განთესილი და პირველი წრიდან თავისუფალია, შემდეგ კი სლოვაკი სალკაზანოვისა და რუმინელი ბუგურის წყვილის გამარჯვებულს ხვდება.

79-ში ჯუმბერ ყველაშვილი ბელარუს შაბანაუს ხვდება, თუ მოუგებს, მერე მისი მეტოქე უნგრელი ნადია.

97-ში ელიზბარ ოდიკაძის მეტოქე მოლდოველი რუბაევია, თუ მოლდოველს გაცდა, ოდიკაძე დიდი ალბათობით, რუს ვლადისლავ ბაიცაევს შეხვდება.

ამ წონითი კატეგორიების ფინალური ბლოკი 5 მაისს გაიმართება.

წყარო: popsport.com