გენო პეტრიაშვილი ევროპის ვიცე-ჩემპიონია – 12 ქართული მედალი კასპიისკიდან

740

რუსეთის ქალაქ კასპიისკში დასრულდა ევროპის ჩემპიონატი თავისუფალ ჭიდაობაში. დასკვნით დღეს საქართველოს ნაკრებს 3 მედალი შეემატა: 2 ვერცხლი და 1 ბრინჯაო.

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატი 6 მედლით დაასრულა: 2 ვერცხლი და 4 ბრინჯაო

ბექა ლომთაძის მსგავსად, ვერცხლის მედალს დასჯერდა გენო პეტრიაშვილი, რომელიც 125 კგ. წონითი კატეგორიის ფინალში თურქ ტაჰა აკგულთან დამარცხდა.

უაღღრესად დაძაბული ორთაბრძოლა თურქმა მინიმალური სხვაობით, 2:1 მოიგო. გენო პეტრიაშვილმა რამდენჯერმე სცადა ილეთის შესრულება, მაგრამ აკგული კარგად იცავდა თავს. შედეგად, ქართველმა ფალავანმა ვერცხლის მედალი მოიპოვა.

86 კგ. წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა სანდრო ამინაშვილმა. ქართველმა ფალავანმა გერმანიის სახელით მოასპარეზე აჰმედ დუდაროვი დაამარცხა

ამინაშვილი 0:4 მარცხდებოდა, თუმცა მეორე პერიოდში ბრწყინვალედ იჭიდავა და 5:4 სძლია მეტოქეს.

92. კგ. წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედლის მოპოვების შანსი ჰქონდა ირაკლი მწითურს და ეს შანსი დრამატულ ორთაბრძოლაში გაუშვა ხელიდან.

ქართველი ფალავანი უკრაინელ კირილე მიეშკოვს 6:0-ს უგებდა და თითქოს, მედალი განაღდებული ჰქონდა, თუმცა გადამწყვეტ მომენტში უკრაინელმა შუტია, გაათანაბრა ანგარიში და გაიმარჯვა კიდეც.

მწითურის და მიეშკობის დაპირისპირებაში სადავო ეპიზოდები იყო და ქართული მხარე ცდილობდა შედეგის გაპროტესტებას, თუმცა მსაჯმა გადაწყვეტილება არ შეცვალა.

ისევე როგორც ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში, თავისუფალშიც საქართველოს ნაკრებმა 6 მედალი მოიპოვა. ჯამში, ქართულმა გუნდმა ევროპის ჩემპიონატი ჭიდაობაში 12 მედლით დაასრულა

 წყარო: popsport.com