ქართველი ოლიმპიური ჩემპიონები (ნაწილი მეორე)

1143

ვაგრძელებთ ქართველ ოლიმპიურ ჩემპიონებზე საუბარს, სიის პირველი ნაწილი შეგიძლიათ ნახოთ ამ ბმულზე, ეხლა კი თემის მეორე ნაწილზე გადავიდეთ.

ლევან თედიაშვილი

დაიბადა 1948 წლის 15 მარტს საგარეჯოში. თავისუფალი სტილის მოჭიდავე (82, 90, 100 კგ). XX და XXI ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი (1972, მიუნხენი და 1976, მონრეალი). მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი: ოთხჯერ _ თავისუფალ ჭიდაობაში (1971, 73, 74, 75), ერთხელ _ სამბოში (1973). მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე პრიზიორი (1978), მსოფლიოს თასის მფლობელი (1973), ევროპის სამგზის ჩემპიონი (1974, 76, 78), სსრკ ხალხთა V სპარტაკიადის ჩემპიონი (1971) , სსრკ ორგზის ჩემპიონი (1973, 74). სსრკ წლის საუკეთესო სპორტსმენი (1973). საქართველოს XX საუკუნის საუკეთესო სპორტსმენი (ბრინჯაოს პრიზი). სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი. ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენის, სოკის, ფილას, ღირსების ორდენების კავალერი.

შოთა ჩოჩიშვილი

დაიბადა 1950 წლის 10 ივლისს ღვლევში ( ქარელი). ძიუდოისტი (93, 95 კგ). XX ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი (1972, მიუნხენი),  XXI ოლიმპიური თამაშების მესამე პრიზიორი (1976, მონრეალი), მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე პრიზიორი (1975), ევროპის ჩემპიონატის სამგზის მეორე (1973, 74, 75) და მესამე (1977) პრიზიორი, სსრკ ჩემპიონატების ორგზის მეორე (1974, 77) და ორგზის მესამე (1974, 75) პრიზიორი, საქართველოს ორგზის აბსოლუტური ფალავანი ქართულ ჭიდაობაში (1972, 77). ჰოლანდიის (1974), იაპონიის (1971, 74), ბელგიის (1973) საერთაშორისო ტურნირებში გამარჯვებული. სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი, ღირსების და ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენების კავალერი.
გარდაიცვალა 2009 წლის 27 აგვისტოს.

ზურაბ საკანდელიძე

დაიბადა 1945 წლის 9 აგვისტოს ქუთაისში. კალათბურთელი (186 სმ). თამაშობდა თბილისის `დინამოში~ (1963-75) და სსრკ ნაკრებში (1965-73). XX ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი (1972, მიუნხენი), XIX ოლიმპიადის მესამე პრიზიორი (1968, მეხიკო), მსოფლიოს ჩემპიონი (1967) და მესამე პრიზიორი (1970), ევროპის ოთხგზის ჩემპიონი (1965, 67, 69, 71) და მესამე პრიზიორი (1973), სსრკ თასის მფობელი (1969), ევროპის ჩემპიონატის საუკეთესო მცველი (1967), მსოფლიოს სიმბოლური ნაკრების წევრი (1967), საქართველოს წლის საუკეთესო სპორტსმენი (1967). სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი. ვახტანგ გორგასლის II ხარისხის და ღირსების ორდენების კავალერი.
გარდაიცვალა 2004 წლის 25 იანვარს.

მიხეილ ქორქია

დაიბადა 1948 წლის 10 სექტემბერს ქუთაისში. თბილისი. კალათბურთი (196 სმ). თამაშობდა თბილისის “დინამოსა” (1965-79) და სსრ კავშირის ნაკრებში (1971-77). XX ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი (1972, მიუნხენი), XXI ოლიმპიადის მესამე პრიზიორი (1976, მონრეალი), ევროპის ჩემპიონი (1971) და ორგზის მეორე პრიზიორი (1975, 77), სსრკ ჩემპიონი (1968) და მეორე პრიზიორი (1969), სსრკ თასის მფლობელი (1969). სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი, ვახტანგ გორგასლის II ხარისხის და ღირსების ორდენების კავალერი.
გარდაიცვალა 2004 წლის 8 თებერვალს.

ვიქტორ კრატასიუკი

დაიბადა 1949 წლის 30 იანვარს  ფოთში. ნიჩბოსანი (ბაიდარა).  XX ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი (1972, მიუნხენი), სსრკ ორგზის ჩემპიონი (1971, 72 – ორადგილიანი ბაიდარა) და მესამე პრიზიორი (1971 – ოთხმოსასმელიანი ბაიდარა). სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი.  ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენის კავალერი.
გარდაიცვალა 2003 წლის 18 მარტს.

ალექსანდრე ანპილოგოვი

დაიბადა 1954 წლის 18 იანვარს თბილისში. ხელბურთელი. თამაშობდა თბილისის “ბურევესტნიკში” (1970-85) და გერმანიის “ლანდცხუტში” (1987-92). მონრეალის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი (1976 – ითამაშა 6 მატჩი, გაიტანა 13 გოლი), მოსკოვის ოლიმპიური თამაშების მეორე პრიზიორი (1980 – ითამაშა 6 მატჩი, გაიტანა 29 გოლი), მსოფლიოს ჩემპიონი (1982), მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე პრიზიორი (1978), სსრკ თასის მფლობელი (1978). 1974-84 წლებში სსრკ ნაკრებში ითამაშა 217 მატჩი (572 გოლი). იყო საბერძნეთის ქალთა ნაკრების მწვრთნელი (2000-01). სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი. ვახტანგ გორგასლის II ხარისხის და ღირსების ორდენების კავალერი.

შოთა ხაბარელი

დაიბადა 1958 წლის 26 დეკემბერს ძლევისჯვარში, ქარელი. ძიუდოისტი (78 კგ). XXII ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი (1980, მოსკოვი), მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე პრიზიორი (1983), ევროპის ორგზის ჩემპიონი გუნდურ ჩათვლაში (1979, 83), ევროპის ჩემპიონატების ორგზის მეორე (1979, 82) და ორგზის მესამე (1981, 83) პრიზიორი პირად პირველობაში. სსრკ ორგზის ჩემპიონი (1982, 85), სსრკ ხალხთა VIII სპარტაკიადის ჩემპიონი (1983), საქართველოს აბსოლუტური ფალავანი ქართულ ჭიდაობაში (1981). სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი, საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი. საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი (1987-91 და 1997-2009). მისი ხელმძღვანელობით საქართველოს ნაკრები სამჯერ ევროპის და ორჯერ მსოფლიოს გუნდური ჩემპიონი გახდა. 2002, 2003, 2006 და 2008 წლებში დაასახელეს ევროპის საუკეთესო მწვრთნელად. ვახტანგ გორგასლის II ხარისხისა და ღირსების ორდენების კავალერი.

ქეთევან ლოსაბერიძე

დაიბადა 1949 წლის 1 აგვისტოს  ტყიბულში. მშვილდოსანი. მოსკოვის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი (1980) და მიუნხენის ოლიმპიური თამაშების მონაწილე (1972, IV ადგილი), მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი გუნდურ ჩათვლაში (1973, 81), ევროპის აბსოლუტური ჩემპიონი (1972) და ორგზის ჩემპიონი გუნდურ ჩათვლაში (1972, 78), სსრკ ორგზის ჩემპიონი (1973, 79) და ხუთგზის მესამე პრიზიორი (1971, 72, 74, 75, 81), სსრკ თასის მფლობელი (1972, 78), სსრკ ხალხთა VII სპარტაკიადის მეორე პრიზიორი (1979), მილანის (1975, 80), ლოძის (1976), კიოლნისა (1978) და ლვოვის (1981) საერთაშორისო ტურნირებში გამარჯვებული. სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი. საქართველოს წლის საუკეთესო სპორტსმენი (1980), ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენის კავალერი, საქართველოს მშვილდოსნობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი (2002-05).

ვახტანგ ბლაგიძე

დაიბადა 1954 წლის 23 ივლისს ჩოჩხათში, ლანჩხუთი. ბერძნულ-რომაული სტილის მოჭიდავე (52 კგ). XXII ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი (1980, მოსკოვი), მსოფლიოს ორგზის (1978, 81), ევროპის ორგზის (1978, 80), სსრკ (1981) და მსოფლიო უნივერსიადის ჩემპიონი (1977), მრავალ საერთაშორისო ტურნირში გამარჯვებული. სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი. ვახტანგ გორგასლის II ხარისხისა და ღირსების ორდენების კავალერი.

ნინო სალუქვაძე

დაიბადა 1969 წლის 1 თებერვალს თბილისში. ტყვიის მსროლელი. ექვსი ოლიმპიადის მონაწილე. 1988 წლის სეულის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი და მეორე პრიზიორი, 2008 წლის პეკინის ოლიმპიადის მესამე პრიზიორი. მსოფლიოს ჩემპიონი პირად პირველობაში (1989) და ექვსგზის ჩემპიონი გუნდურ ჩათვლაში (1986-87, 89-90 – სპორტული + პნევმატური, 91), მეორე (2002) და მესამე (1986) პრიზიორი პირად შეჯიბრებაში. მსოფლიოს სუპერთასის ცხრაგზის მფლობელი (1989-2010). ევროპის ხუთგზის ჩემპიონი პირად და გუნდურ ჩათვლაში (1989-90, 93), ორგზის მეორე (2005) და ორგზის მესამე (1999, 2003) პრიზიორი. დამყარებული აქვს ოცამდე მსოფლიო რეკორდი. სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი. ღირსების ორდენისა  და ვახტანგ გორგასლის II და III ხარისხის ორდენების კავალერი.

დავით გობეჯიშვილი

დაიბადა 1963 წლის 3 იანვარს ხურუთში ( ონი). თავისუფალი სტილისმოჭიდავე (130 კგ). XXIV ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი (1988, სეული), XXV ოლიმპიადის მესამე პრიზიორი (1992, ბარსელონა). მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი (1985, 90) და მეორე პრიზიორი (1986), მსოფლიოს თასის სამგზის მფლობელი (1986, 87, 88), ევროპის ჩემპიონი (1985), კეთილი ნების თამაშების ჩემპიონი (1990), სსრკ ხალხთა IX სპარტაკიადის ჩემპიონი (1986), სსრკ სამგზის ჩემპიონი (1985, 86, 88), ორგზის მეორე (1987, 89) და მესამე პრიზიორი (1990), დსთ-ის ჩემპიონი (1992). საქართველოს ორგზის წლის საუკეთესო სპორტსმენი (1985, 90). სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი. ღირსებისა და ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენების კავალერი.