თორნიკე შენგელია – გაიზრდება ნბა-ში ქართველების რაოდენობა ?

856

თორნიკე შენგელია 26 წლის ასაკში კარიერის პიკზე გავიდა და მას ევროპაში დაბრუნებიდან ოთხი სრულფასოვანი სეზონის შემდეგ კვლავ ნბა-ს უკავშირებენ. საინტერესოა რამდენად დიდია შანსი იმისა, რომ ოკეანის გაღმა კიდევ ერთი ქართველი კალათბურთელი ვიხილოთ ?

თორნიკე ევროლიგის ხუთეულში ნიკ კალატესთან, ნანდო დე კოლოსთან, ლუკა დონჩიჩთან და იან ვესელისთან ერთად აირჩიეს. ეს ნამდვილად დიდი წარმატებაა.

მოსკოვის ,,ცსკას” მწვრთნელი – დაცვის გადაწყობა მიწევს, როდესაც ჩემი გუნდის მეტოქეს მისი დარი მოთამაშეები ჰყავს. იტუდისის ჩამონათვალში სპანულისთან და ვესელისთან ერთად შენგელიაც მოხვდა.

თორნიკეს გამოყენება ორ პოზიციაზეა შესაძლებელი მსუბუქ და მძიმე ფორვარდზე. მისი სიმაღლისთვის კი, რომელიც 2.06-ს უტოლდება ძალიან სწრაფი მოთამაშეა და როდესაც გუნდი დაბალი ხუთეულით ასპარეზობს მას ცენტრის როლის შეთავსებაც შეუძლია.

მისი პროგრესირება სტატისტიკაშიც ჩანს გასულ სეზონთან შედარებით საშუალოდ 3.2 ქულით მეტს აგროვებს.

2016-17 – 10.5

2017-18 – 13.7

აუცილებლად გამოსასწორებელი კომპონენტია სამქულიანები. თანამედროვე ტენდენციის მიხედვით, სადაც უკვე მაღალი მოთამაშეებიც უპრობლემოდ ისვრიან პერიმეტრიდან ამის ფონზე თორნიკემ ამაშიც უნდა მოუმატოს.

თორნიკე კარიერის პიკშია და თითქმის იმ ეტაპზე დგას, რომ ნბა-ს საშუალო დონის გუნდის მოთხოვნებს ზედმიწევნით შეასრულებს. ის მოკლე დროში პერსპექტიული მოთამაშეობიდან ევროპული კალათბურთის ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ მოთამაშედ იქცა.